წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით, ტროპიკული ქარიშხალი „აგატა“ ფორმირდება. როგორც CNN-ი წერს, მისი სიჩქარე უკვე 70 კმ/სთ-ს აჭარბებს და სამხრეთ-დასავლეთ მექსიკიდან 355 კილომეტრშია.
ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი თანდათან გაძლიერდება და დღეს მექსიკის სამხრეთ სანაპიროს დაატყდება თავს.
ამასთან, ოახაკას შტატში, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. პროგნოზის თანახმად, მოსული ნალექის ოდენობამ, ჯამში, შესაძლოა, 500 მილიმეტრსაც კი გადააჭარბოს.
კომენტარები