მთავრობის მეთაურის თქმით, წყალტუბო გახდება მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტი.
„ასეთი იყო წყალტუბო და ახლა ჩვენი საერთო ძალისხმევით, მთავრობა ძალიან დიდ ინვესტიციას ჩადებს ამ კურორტის განსავითარებლად, ინფრასტრუქტურაში. ამ სამუშაოების განხორციელება უკვე დაწყებულია და იგეგმება 2022 წლიდან. ჩვენ ვაწარმოებთ საუბრებს ძალიან დიდ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან წყალტუბოში სასტუმროების აღდგენით და ყველა ის სასტუმრო, რომელიც ერთ დროს იყო განვითარებული და აღორძინებული, ისევ აღდგება და წყალტუბო გახდება მართლაც ერთ-ერთი თვალსაჩინო, გამორჩეული კურორტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარები