• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცხვირის ასპერგილოზი: კიდევ ერთი სოკოვანი ინფექცია ინდოეთში

ალია ავტორი - ალია
09:01 05-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

ინდოეთის ქალაქ ვადოდარაში მორიგი სოკოვანი ინფექცია გავრცელდა. ქალაქის კლინიკებს, სადაც 262 პაციენტი მუკორმიკოზზე მკურნალობს, ასპერგილოზის დიაგნოზით სულ მცირე 8 პაციენტი მიემატა. ამის შესახებ ინფორმაციას indianexpress.com ავრცელებს.

მუკორმიკოზის ინფექციით დაავადებულების მატება სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. ახლა კი ექიმები ინვაზიური სოკოვანი ინფექციის შემთხვევაზე – ასპერგილოზზე საუბრობენ, რომელიც კოვიდდადებით პაციენტებს და მათ შორის, იმ ადამიანებსაც აღმოაჩნდა, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს.

„ფილტვის ასპერგილოზი, ზოგადად, სუსტი იმუნიტეტის მქონე პაციენტებში აღინიშნება, მაგრამ ცხვირის ასპერგილოზი იშვიათი შემთხვევაა. ამიტომ, ახლა ყურადღებით ვაკვირდებით პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ ან მკურნალობას გადიან. თუმცა, ასპერგილოზი მუკორმიკოზთან შედარებით ნაკლებად სახიფათოა. ის, ასევე, ინვაზიურია,“ – ამბობს ექიმი შიტალ მისტრი.

სპეციალისტი სოკოვანი ინფექციების მატებას კოვიდდადებით პაციენტებში სტეროიდების გამოყენებას უკავშირებს. მისი თქმით, მიზეზი შესაძლოა, არასტერილური წყლის გამოყენებაც იყოს, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულებში ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების დასატენიანებლად იყენებენ.

„სოკოვან ინფექციებს ოპორტუნისტულ-პათოგენური თვისებები ახასიათებს და იკვებება გლუკოზით. ამიტომ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებმაც კორონავირუსის სამკურნალოდ სტეროიდების კურსი გაიარეს, და ასევე, იმ პაციენტებში, რომლებიც კორონავირუსის გადატანის შემდეგ დიაბეტით დაავადდნენ, სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკი მაღალია. ასევე, ვაკვირდებით სისხლში ლიმფოციტების დაბალ მაჩვენებელს, რაც იმუნიტეტს ასუსტებს და ადგილს უთმობს სოკოვან ინფექციებს“, – აცხადებს ექიმი და ადრეული დიაგნოზის დადგენაზეც საუბრობს.

„თუკი ადამიანს დიაბეტი აქვს და მის ორგანიზმში ვერ ხერხდება ჟანგბადის გაუმჯობესება ან სხვა რეგულარული პროტოკოლური მკურნალობა, ნიმუშს ლაბორატორიაში, ასპერგილოზზე შესამოწმებლად ვაგზავნით. თუკი პაციენტს ასპერგილოზი დაუდასტურდა, მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ინვაზიური სოკოვანი ინფექციის დიაგნოსტირება სისხლის მიხედვით რთულია, რადგან გალაქტომანანის დონე კოვიდპაციენტებში არ მიუთითებს სოკოვან დაავადებაზე.

ასპერგილოზის კლასიფიცირება ფერების კოდების მიხედვით შეუძლებელია. მას უწოდებენ „ყვითელ სოკოს“, თუმცა არსებობს ყავისფერი, მოლურჯო-მომწვანო, მოყვითალო-მომწვანო, მწვანე და ნაცრისფერი სოკოც კი. მას ამფოტერიცინი B-ს დახმარებით მკურნალობენ“, – აცხადებს ექიმი მისტრი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved