• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცხოვრებაში პირველად მიხარია, რომ “ენმ”-ის ხელშია მთავარი ბერკეტი – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:05 12-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

“ტელეკომპანია კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“რადგან არავინ არ ხსნის ამ თემას და უკვე ძალიან გაჭიანურდა კულუარული ვაჭრობა, მე ავიღებ საკუთარ თავზე.

ცოტა გავხსნათ ფრჩხილები და დავთვალოთ: მოთხოვნათა ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მხრიდან ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ანუ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე რომ შეთანხმება შედგეს და ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, უნდა შევიდეს იმდენი ოპოზიციონერი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები მოგროვდეს.

თუ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო არ შევლენ პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებები უბრალოდ ვერ შედგება. ცხოვრებაში პირველად მიხარია, რომ ნაციონალური მოძრობის ხელშია მთავარი ბერკეტი.

ყველამ ვიცით, რომ რამდენიმე წვრილი პარტია წვალობს – უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ვერ ბედავს, იცის, რაც დაერქმევა მათ შესვლას. უნდათ ვითომ დიადი მიზნისთვის შევიდნენ, ჩვენი ბედნიერი მომავლისთვის, ანუ კონსტიტუციის და კანონის შესაცვლელად. ისე, უბრალოდ შესვლას რაც დაერქმევა და რაც მოელით, კარგად იციან. გამარჯობას რომ აღარ ეტყვის არავინ ეგ არ არის ძნელი მისახვედრი. დიადი მიზნებითაც ვერ შეფუთავენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის შევედითო ვერ იტყვიან, თუ იმთავითვე ცხადი იქნება, რომ საჭირო ხმები ვერ გროვდება. კანტი კუნტად შებოდიალებული ოპოზიციონერები კი ივანიშვილსაც ფეხებზე კიდია.

ბევრს ვნერვიულობთ და განვიცდით ყველა, მითუმეტეს, რომ დეტალები არ ვიცით. თუმცა, ჩემი აზრით თუ ოპოზიციის საკონტროლო პაკეტის მქონე ძალები ნამდვილად და გადაჭრით უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ივანიშვილის პროექტი ვერ შედგება.

რამდენიმე კაცი/ქალი, ვინც შევა ივლის თავსლაფდასხმული და მისი პირადი პრობლემა იქნება ეს ნაბიჯი. ივანიშვილის პარლამენტს მაინც ვერაფერი გააპრავებს. ასე რომ, ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის სავარაუდოდ. იმედია ხვალ და ზეგ უფრო მეტი გვეცოდინება, ვიდრე დღეს ვიცით.

P.S. აქვე დავაკონკრეტებ: კი, არის საკითხები რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჭირდება და მითუმეტეს, თუ პოლიტიკური ნება აქვთ ქოცებს თვითონ შეცვალონ. ამათი შებოდიალება რა საჭიროა?”

თეგები: 2020 არჩევნებინინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved