• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გატაცებული ლევან მაჩებელის ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა – უცნობია, რა პირობებში მოხდა მისი ჩაწერა

ალია ავტორი - ალია
11:58 04-01-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
350

აგვისტოს ომის მონაწილე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი – საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულ ლევან მაჩებელს რუსზე სამხედროებზე თავდასხმის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. აგვისტოს ომის მონაწილე საოკუპაციო ხაზთან დათა პაპას ოჯახის დასახმარებლად ჩავიდა რა დროსაც ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქე უკრაინის სოლიდარობის გამო რუს ჯარისკაცებზე იერიშის მიტანას აპირებდა.

საოკუპაციო რეჟიმმა ვიდეო ჩანაწერიც გაავრცელა. უცნობია, რა პირობებში მოხდა მისი ჩაწერა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ უშიშროების კომიტეტი სპეციალურ განცხადებაში წერს, რომ ყოფილი ჯარსიკაცი სოფელ ქერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპირებულ სოფელ გოიათასთან დააკავეს.

მარიონეტული რეჟიმის განცხადებით, მაჩაბელი 2005 წლიდან 2009 წლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, “ლევან მაჩაბელს სურვილი ჰქონდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წასულიყო, თუმცა მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი უთხრეს და ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ზიანი მიეყენებინა ცხინვალში მყოფი რუსი ჯარისკაცებისთვის”.

მომხდარის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

“გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ მდგომარეობას”, – წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved