საქართველომ წითელი ჯვრისგან საჩუქრად სინოფარმის ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო.
ვაქცინა საქართველოში 12 სექტემბერს, გამთენიისას ჩამოიტანეს.
სინოფარმის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.
საქართველოში სინოფარმით აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.
კომენტარები