• რეკლამა
  • კონტაქტი
17:57, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცირკი დადგეს – ან “დინამოს” რაში სჭირდება ესეთი მოგება? აღარ ვაპირებ გაჩუმებას” – ლევან კორღალიძე

ალია ავტორი - ალია
16:49 03-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

თბილისური დერბი „დინამოს“ და „საბურთალოს“ შორის 4:3 დასრულდა და მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა.

81-ე წუთზე, მთავარი არბიტრის, გოგა კიკაჩეიშვილის გადაწყვეტილებამ „საბურთალოს“ უკმაყოფილება გამოიწვია. „საბურთალოს“ შემტევმა, აკაკი შულაიამ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა – იური ტაბატაძე თავით დარტყმას ცდილობდა, როდესაც ბურთი საბა ხვადაგიანს ხელზე მოხვდა.

სტუმრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ მაგრამ მთავარმა არბიტრმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა და თამაში გააგრძელა. ამას „საბურთალოსგან“ მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მაგრამ გოგა კიკაჩეიშილმა თამაში გააგრძელა, რამაც „საბურთალოს” ანგარიშის გათანაბრების შანსი წაართვა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ კი სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა:

„სტატუსების წერა არ მჩვევია, მაგრამ გუშინ რაც ცირკი დადგეს და კონკრეტულად, კიკაჩეიშვილმა, არ შემეძლო არ დამეწერა. ბოდიშს გიხდით წინასწარ თუ რამე ზედმეტი მომივა. ასეთ უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. არასდროს სხვისთვის არ დამიბრალებია წაგება ან რამე იმედგაცრუება, მაგრამ უკვე დროა ხმა ამოვიღოთ. მიმაჩნდა შარშან „ლოკომოტივიდან“ რომ წამოვედი, გადაწყვეტილება, რაც კლუბმა მიიღო ჩემთვის უსამართლო იყო და მეყო კაცობა და დავტოვე კლუბი, მიუხედავად იმისა რომ დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვცემ „ლოკომოტივის“ ხელმძღვანელობას. ჩემი პრინციპი ყველას და ყველაფერზე მაღლა იდგება. ეს ის შემთხვევაა, სადაც ჩემი პატიოსნება და პრინციპი შეილახა არაკომპეტენტური პირის გამო.

მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს დავუთმე. საქმეში იმდენად ვარ ჩართული, არც ოჯახი ვიცი და არც მეგობარი, და არავის მივცემ იმის უფლებას, ასე არასამართლიანად მომექცეს. თურმე პატიოსნად შრომა არ არის საკმარისი რამეს რომ მიაღწიო. ან „დინამოს“ რაში სჭირდება ესეთი ჩემპიონობა და მოგება. ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას. ჩავყვები ბოლომდე, სანამ სამართალს არ ვიპოვი.

შარშან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი აჩიკო ბერიძე (რომელიც ამხელა ინვესტიციებს დებს შრომას და ნერვებს ამ საქმეში) აპირებდა ზუსტად ამ ადამიანის გამო ფეხბურთიდან წასვლას. ზუსტად ეგ განცდა მაქვს ახლა, რომ მეც და „საბურთალოც“ უსამართლობის მსხვერპლი ვართ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ! მადლობა და ბოდიშს გიხდით თუ ზედმეტად გულახდილი ვიყავი“

წყარო – პირველი არხი

თეგები: ფეხბურთის ფედერაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved