• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„წილი ნაყარია. ჭეშმარიტების მომენტი დადგა. ყველაფერი ახლა იწყება“ – კახა ლომაია

ალია ავტორი - ალია
10:33 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, დიპლომატი კახა ლომაია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და აშშ-ს მიერ რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„წილი ნაყარია
გუშინ, 2022 წლის 21 თებერვალს, რუსეთის იმპერიამ თავისუფალ სამყაროს ხელთათმანი ესროლა. დღეს დასავლეთმა გამოწვევა მიიღო.
ამერიკამ რუსეთს მთლიანად მოუჭრა წვდომა დასავლეთის ფინანსურ ბაზრებთან სახელწმიფო ვალის დასაფინანსებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამერიკამ რუსეთის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა აკრძალა. ამერიკამ ასევე სრულად დაბლოკა რუსეთის ორი მსხვილი ბანკი, რომლებიც მუშაობდნენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან. სანქციები დაუწესდა აგრეთვე პუტინის უახლოეს გარემოცვას და მათი ოჯახის წევრებს. ეს მხოლოდ დასაწყისია.
ამერიკა დამატებით ძალებს გადაისვრის ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში, და გააგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას.
ბაიდენმა შეასრულა თავისი პირობა – გერმანიამ რუსული არსენალის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, „ნორდსტრიმ-2“ შეაჩერა.
ბრიტანეთმა ხუთ რუსულ ბანკს და პუტინის უახლოეს სამ ოლიგარქს აქტივები გაუყინა, როგორც სანქციების პირველი ეტაპი.
ევროკავშირმა რუსეთს თავის ფინანსურ ბაზრებთან წვდომა შეუზღუდა და ევროპაში შესვლა აუკრძალა ყველა იმ დეპუტატს, ვინც უკრაინული ტერიტორიების “აღიარებას” ხმა მისცა.
ამ მომენტამდე ამერიკამ დიპლომატიისა და ალიანსის მშენებლობის ბრწყინვალე მაგალითი გვიჩვენა. თავის თავხედურ ულტიმატუმზე რუსეთმა მტკიცე და ერთიანი უარი მიიღო. მთლიანად გაშიშვლდა რუსეთის იმპერიული ექსპანსიონიზმი. ამერიკის დაზვერვამ დაამტკიცა, რომ ის 100%-ანი სიზუსტით მუშაობს. ამერიკის სამხედრო მანქანა საჰაერო და სახმელეთო ხიდები ააშენა უკრაინისთვის შეიარაღების და ტექნოლოგიების გადასაცემად. ამერიკამ არნახული სირთულის ეკონომიური პრობლემის გადაჭრა შეძლო – მან გათხევადებული გაზით მოამარაგა რუსულ გაზზე 40%-ით დამოკიდებული ევროპა. გათხევადებული გაზით დატვირთული ათობით ტანკერი, რომელიც უკვე გადახდილი კონტრაქტებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიემართებოდნენ, შემობრუნდნენ და ევროპის პორტებისკენ მიაშურეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ წინა ორი ადმინისტრაციის იზოლაციონიზმისა (და საკუთარი ავღანური ფიასკოს) შემდეგ, თავისუფალ სამყაროს ლიდერად სწორედ „ის“ ამერიკა უბრუნდება, რომელმაც ევროპა ჯერ ნაციზმის ნანგრევებიდან აღადგინა და შემდეგ საბჭოთა ბოროტების იმპერიისგან იხსნა.
ამასობაში, უკრაინაში დასავლური სამხედრო დახმარების ნაკადი გაძლიერდა.
წლის დასაწყისიდან, ამერიკამ უკრაინას 17 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით თითქმის 1500 ტონა შეიარაღება მიაწოდა. ეს მხოლოდ ისაა, რაც საჯაროდ ითქვა. მიწოდებები გრძელდება.
კანადამ გუშინ, 21 თებერვალს კიევში ჩაიტანა დიდძალი შეიარაღება.
ნიდერლანდების მთავრობამ 18 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
ლიტვამ 12-13 თებერვალს მოდერნიზებული „სტინგერები“ გადასცა უკრაინას. ეს შეიარაღება სრულყოფილ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ათობით რუსული ვერტმფრენის და დაბალ სიმაღლეებზე მფრენი თვითმფრინავების გასანეიტრალებლად საუცხოო საშუალებაა.
მთავარი: მაღალი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მიერ კიევში 17 თებერვალს
დაფუძნებული თავდაცვითი ალიანსი, რუსეთის ირგვლივ შემაკავებელი სარტყელის მოჭერით გაგრძელდება.
და ვინ იცის, რა მოხდება ნატო-ს 28-30 ივნისის სამიტზე მადრიდში?
წილი ნაყარია. ჭეშმარიტების მომენტი დადგა. ყველაფერი ახლა იწყება“ – წერს ლომაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved