• რეკლამა
  • კონტაქტი
19:50, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცესკო: პლატფორმა 20/20-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ დღეს გაავრცელა დეზინფორმაცია

ალია ავტორი - ალია
18:03 02-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

საარჩევნო ადმინი

სტრაციისთვის მიუღებელია კონკრეტული პირების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების და შეურაცხყოფის ტირაჟირება სხვადასხვა წყაროებით. მაგალითად, აქვთ მცდელობა საზოგადოების თვალში 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი დააზიანონ, რასაც უკვე აქვს კამპანიური ხასიათი.

ცესკო „პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორის უსაფუძვლო ბრალდებებს პასუხობს

საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი კონკრეტული თანამშრომლების მიმართ დეზინფორმაციისა და ცილისწამების კამპანია დღეს ორკესტრირებულად გაგრძელდა ზოგიერთ მედიასაშუალებაში თითქმის იდენტური სიუჟეტებით.

„პლატფორმა 20/20-ის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ფარულავამ დღეს გაავრცელა დეზინფორმაცია ზემოთ ხსენებული პროცესის მიმართ (მისი პოზიციები კი საეჭვოდ ემთხვევა ცალკეული ძალების დაუფარავ საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად მოტივირებული დისკრედიტაციისთვის), მაშინ როცა, შუალედური არჩევნების გამოცხადების მომენტიდან, საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეული ნაბიჯი გამოირჩეოდა მაღალი გამჭვირვალობით და საჯაროობით, როდესაც ცესკოს თითოეული წევრი – პროფესიული ნიშნით არჩეული თუ პარტიების მიერ დანიშნული, აქტიურად იყო ჩართული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევისას გასაუბრების პროცესში. გასაუბრება კანდიდატებთან წარიმართა ცესკოს სოციალურ ქსელებში პირდაპირი ტრანსლირებით (კონკურსანტების თანხმობით); ცესკოს წევრების უმრავლესობამ გამოიყენა მათთან გასაუბრების შესაძლებლობა. პირდაპირი ეთერით წარიმართა ცესკოს სხდომაც, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს.

დღეს კი ბატონმა ფარულავამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესს უწოდა ფორმალური და განაცხადა, რომ კონკურსი „ვერ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტებს“. თუმცაღა, მასაც რომ ედევნებინა გასაუბრებებისთვის თვალი, გაიგებდა, რომ ცესკოს წევრებმა კონკურსანტების შერჩევისას იხელმძღვანელეს მათი პროფესიონალიზმით, კომპეტენციით, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, არაერთ მათგანს აქვს საარჩევნო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და ისეთი ცოდნა, რომელიც შუალედური არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარებას შეუწყობს ხელს.

20/20-ის ლიდერი სრულიად უაპელაციოდ, საარჩევნო გარემოს მიზანმიმართული დაზიანების მიზნით იყენებს ტერმინებს – „ფალსიფიკაცია“, „მანიპულაცია“, არგუმენტირების გარეშე უწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიების ახლად არჩეულ წევრებს „სუსის აგენტებს“ და „ტროლებს“, „სუსისა და ქართული ოცნების ერთობლივ დესანტებს“, რითაც პირდაპირ აზიანებს ამ პირების პროფესიონალიზმს და რეპუტაციას და შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციას.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი არც ცესკოს ერთ-ერთი წევრის სიტყვიერ შეურაცხყოფას მოერიდა, რაც ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის. მოვუწოდებთ პლატფორმა 20/20-ის ლიდერს კონსტრუქციულობისა და ეთიკის ნორმების დაცვისკენ და შესაბამისად მოვითხოვთ, მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ მსგავსი უსაფუძვლო განცხადებებისგან. საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს თავის აქტივობებს არჩევნების ორგანიზებისთვის და მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას არჩევნებში ჩართულ მხარეებს, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სექტორს და მედიას ამ პროცესის შესახებ. ჩვენი საქმიანობა კვლავაც იქნება საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved