• რეკლამა
  • კონტაქტი
18:32, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტროტუარზე მანქანის პარკირება დაექვემდებარება დაუყოვნებლივ ევაკუაციას” – რა ცვლილებებია მოსალოდნელი დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში

ალია ავტორი - ალია
12:57 04-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
374
“ტროტუარზე მანქანის პარკირება დაექვემდებარება დაუყოვნებლივ ევაკუაციას” – რა ცვლილებებია მოსალოდნელი დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში
დღეს, 12:43

36

“ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ფრაქცია “ქართული ოცნება” პარლამენტს წარუდგენს. საკანონმდებლო წინადადება ეხება პარკირების წესების დაცვას, ჯარიმის ზრდას გარკვეულ შემთხვევებში და ა.შ.

“ტროტუარზე მანქანის პარკირება დაექვემდებარება დაუყოვნებლივ ევაკუაციას; მუნიციპალიტეტს მიენიჭება უფლება, განსაზღვროს საავტობუსო ზოლზე ტაქსის გადასვლის ადგილები და პირობები; უქმდება მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვების წესი – სამართალდამრღვევს ოქმს გაუგზავნიან სტანდარტული წესით და, ამავდროულად, მიუვა სმს შეტყობინება. ამასთან, ავტომობილის მოძრაობა ველოსიპედის ბილიკზე, დგომა ან გაჩერება, ტაქსის პარკირების ადგილზე გაჩერება, სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება, ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირება, შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება, გამოიწვევს დაჯარიმებას არსებული 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით. მსუბუქი მანქანისთვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და სხვა შეუსაბამო ტიპის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ზონალური პარკირების სისტემის დანერგვამ განაპირობა ამკრძალავი ნიშნის დაუცველობის და პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდის საჭიროება,”-აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved