• რეკლამა
  • კონტაქტი
10:40, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტრამპი საკუთარი თავის შეწყალებას აპირებს – The New York Times

ალია ავტორი - ალია
11:05 01-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი თავისა და ახლობლების წინასწარ შეწყალების იდეას თანაშემწეებთან განიხილავს. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, წერს.

როგორც ამერიკულ მეგაგამოცემას უდასტურებს ორი წყარო, რომლებიც უშუალო შეხება ქონდათ ამ საკითხის განხილვასთან,  ტრამპმა, ნოემბრის არჩევნების შემდეგ, საკუთარი თავის შეწყალების თემასთან დაკავშირებით, თანაშემწეებთან რამდენჯერმე გამართა საუბარი და ინტერესდებოდა, რამდენად შესაძლებელი იყო ამ იდეის განხორციელება.

„ნიუ იორკ თაიმსი“ სტატიაში მიანიშნებს, რომ აქამდე, აშშ-ის ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს არ განუცხადებია საკუთარი თავის შეწყალების შესახებ.

იმასთან დაკავშირებით, თუ ტრამპი ამ ნაბიჯს გადადგამს, ცნობენ თუ არა მოსამართლეები მას სამართლიანად, ამერიკელი იურისტების აზრი იყოფა.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპი არამარტი საკუთარი თავის, არამედ ოჯახის წევრების, ახლობლების, მომხრეების, თანაშემწეებისა და მისი  ადმინისტრაციის თანამშრომლების შეწყალებასაც ფიქრობს.

იდეის წარმოშობის მიზეზი ისაა, 45-ე პრეზიდენტი შიშობს, რომ 46-ე პრეზიდენტი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მის სამართებრივ დევნას დაიწყებს.

გამოცემის ინფორმაციით, ტარმპის მომხრეებიდან ბევრი ამ იდეის წინააღმდეგ წავიდა, რადგან ფიქრობენ, შეწყალების ფაქტი შეფასდება ისე, თითქოს, ისინი აღიარებენ იმ დანაშაულს, რაც არ ჩაუდენიათ.

სხვათაშორის, „ნიუ იორკ თაიმსი“ სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის შეწყალება მოქმედებს ფედერალურ დონეზე, მაგრამ ცალკეული შტატების დონეზე სამართლებრივი დევნისგან თავის არიდების საშუალებას არ იძლევა.

ცნობისთვის, ტრამპმა დეკემბრის ბოლოს უკვე შეიწყალა: თავისი წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი – პოლ მანაფორტი, რომელიც გასამართლებული იყო ცრუ ჩვენების მიცემისა და  გაურკვეველი ლობისტური საქმიანობისთვის, ასევე თავისი სიძის მამა ჩარლზ კუშნერი, რომელიც გაასამართლეს  საგადასახადო დანაშაულზე და ასევე აშშ-ის წინა საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე, როგორც ფიგურანტი.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელი  დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და საპრეზიდენო არჩევნების შედეგების გადამთვლელი კომისიის სხდომა ჩაშალეს, რომელ ინციდენტსაც 4 ადამიანის სიკვდილი მოყვა, 45-ე პრეზიდენტს სანქციები სოციალურმა ქსელებმა „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ დაუწესეს. ტრამპის პირადი გვერდები ორივე სოცქსელში დაიბლოკა, მოტივით, რომ მისი განცხადებები „ძალადობის შემცველი“ იყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved