• რეკლამა
  • კონტაქტი
17:29, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ტოიოტას 3,4 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია საავტომობილო აკუმულატორების წარმოებისათვის

ალია ავტორი - ალია
12:04 11-09-2021
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

აკუმულატორების განვითარებასა და წარმოებაზე ტოიოტა 2030 წლამდე 3,4 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ეს განცხადება Toyota Motor’s North America-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა, რომელმაც მსოფლიოში ელექტრო მანქანების ჩანაცვლების გეგმები და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები შეაჯამა.

პროცესის სამართავად, მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი ახალი კომპანიის დაფუძნებას და ამერიკაში ავტომობილების აკუმულატორებისთვის ქარხნის აშენებას გეგმავს. პროექტის განხორციელებაში ტოიოტას ლითონებით ვაჭრობის ქვეგანყოფილება – Toyota Tsusho და Toyota Group-ის წევრები ჩაერთვებიან.    

ახალი ქარხანა, რომლისთვისაც ტოიოტას 1,29 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს გამოყოფილი, 2025 წელს გაიხსნება და სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1750 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ტოიოტა წარმოების მოცულობის, ბიზნეს სტრუქტურისა და ქარხნის ადგილმდებარეობის გამჟღავნებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

უმსხვილესმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ მისი მიზანი აკუმულატორების ხარჯების 30%-ით ან მეტით შემცირებაა. ამის მიღწევას კომპანია გამოყენებული მასალების დამუშავებისა და აკუმულატორების ელემენტების სტრუქტურირების გზით გეგმავს.   

„ახალი კომპანია თავდაპირველად ჰიბრიდული ავტომობილების ბატარეების წარმოებაზე გააკეთებს აქცენტს. ინვესტიცია ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო ხელმისაწვდომი ელექტროფიცირებული ავტომობილების შემოყვანას.“ – Toyota North America-ს აღმასრულებელი დირექტორი, ტედ ოგავა.

ბოლო პერიოდში, მთელ მსოფლიოში, ავტომწარმოებლები მილიარდობით დოლარს აკუმულატორებისა და ელექტრო ავტომობილების წარმოების გასაძლიერებლად ხარჯავენ. ამის მიზეზი კი ის გარემოსდაცვითი რეგულაციებია, რომლებიც მსოფლიოში დღითიდღე მკაცრდება.   

მაგალითისთვის, 2021 წლის აგვისტოში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად ამერიკაში, 2030 წლისთვის, გაყიდული ახალი ავტომობილების ნახევარი ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე უნდა იყოს.

ამის საპასუხოდ, უმსხვილესმა ავტომწარმოებლებმა განაცხადეს, რომ უკვე დაიწყეს მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრო ავტომობილების წლიური მოცულობის 40-50%-ით გაზრდაზე.   ცვლილებების საპასუხოდ, ტოიოტამ გასულ თვეს დააანონსა, რომ მოუთმენლად ელოდება ჩაერთოს პროცესში და მისი წარმოებული ავტომობილების ნახევარი ელექტრო გახადოს.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved