• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლას ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

ალია ავტორი - ალია
13:50 11-12-2020
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

„ტოიოტა ცენტრი თბილისში“ ტოიოტას ავტომობილის მფლობელ ფიზიკურ პირებს ტოიოტას ყველაზე მოთხოვნადი, ორიგინალი წარმოების ავტონაწილების შეძენასა და შესაბამის სერვისზე სპეციალურ ფასდაკლების აქციას სთავაზობს. გარდა ამისა, ტოიოტას 2015 წლამდე გამოშვებული ავტომომობილების მძღოლები, სპეცაქციის ფარგლებში, ორიგინალი ზეთისა და ზეთის ფილტრის შეძენა-შეცვლისას ფასდაკლების განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, სპეციალური აქციის ფარგლებში ტოიოტას ორიგინალი წარმოების ავტონაწილების შეძენას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 15%-იანი ფასდაკლებით შესთავაზებს, ხოლო შესაბამისი სერვისის სამუშაოებს 10%-იანი ფასდაკლებით გაუწევს.

„სპეცაქციით სარგებლობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ფასდაკლებით შეიძინონ ტოიოტას ყველაზე მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილები, როგორიცაა: ძრავის ზეთი, აკუმულატორები, სალონის ჰაერის, ძრავის ზეთისა და ძრავის ჰაერის ფილტრები, ასევე, ნათურები და საქარე მინის საწმენდები. ამ ავტონაწილების შეძენისას ჩვენი მომხმარებელი 15%-ით ნაკლებს გადაიხდის, ხოლო შესაბამისი სერვისისთვის, დამატებით, 10%-იან შეღავათს მიიღებს. რაც შეეხება 2015 წლამდე წარმოებულ ავტომობილებს, მათი მძღოლები „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ორიგინალი ზეთისა და ზეთის ფილტრის შეძენის შემთხვევაში და ასევე, 20%-ით ნაკლებს გადაიხდიან ზეთის შეცვლის სერვისისთვის“, – განმარტავს თინათინ მაკარიძე.  

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ტოიოტას ოფიციალური ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.  

„პირველ რიგში, აქციის ფარგლებში შეთავაზებული სათადარიგო ავტონაწილები, სითხეები თუ აქსესუარები, რომლის შეძენაც ტოიოტა ცენტრ თბილისშია“ შესაძლებელი, უმაღლესი ხარისხის და გარანტირებულად ორიგინალი წარმოებისაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრში მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის საპრევენციო რეგულაციების სრული დაცვით უწევენ „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული პროფესიონალი ტექნიკოსები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ გადაჭრან ტექნიკური პრობლემები და ავტომობილი უმოკლეს დროში განაახლონ“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

მისი განმარტებით, მომხმარებელი, რომელსაც სპეციალური აქციით სარგებლობა სურს, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 ან ონლაინ ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116 (ყოფილი მე-20 კმ); www.toyota-tbilisi.com

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved