აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო TikTok- ში ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტს ამოწმებს, რომელშიც 19 წლის ალიონა ტანია ამბობს, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ პრესამსახურის განცხადებით, „უწყებაში“ „აღშფოთებული მოქალაქეებისგან უამრავი საჩივარი შევიდა“, რის შემდეგაც ისინი გოგოსა და მის მშობლებს გაესაუბრნენ.
დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ალიონა ტანიამ მათ „პირველადი განმარტებები მისცა”. გარდა ამის, ისინი აქვეყნებენ ვიდეოს, სადაც 19 წლის გოგო ბოდიშს იხდის.
„მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. მე მთხოვეს ამის გაკეთება. ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ“, – აცხადებს გოგო ვიდეოში. ვიდეო მისი TitTok-ის ანგარიშიდან უკვე წაშლილია.
კომენტარები