საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ უკანონოდ გათავისუფლებების გამო ბიუჯეტმა ₾332 172 უკვე იზარალა. ორგანიზაცია სისტემიდან თეა წულუკიანის მმართველობის დროს დათხოვნილი 18 თანამშრომლის ინტერესებს იცავს.
TI-ის ცნობით, 202 672 ლარი გადახდილია 5 დასრულებული საქმის შედეგად. 129 500 ლარი კი სასამართლოში მიმდინარე საქმეებზეა დაკისრებული და საბოლოო გადაწყვეტილებებამდე ეს თანხა ყოველთვიურად იზრდება.
კომენტარები