გორის ცენტრში კაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სუიციდის მცდელობამდე მამაკაცი სუს-ის მხრიდან მასზე განხორციელებულ თვალთვალსა და ტერორზე საუბრობდა.
მისი გადარჩენა მოხერხდა და ამ დროისთვის კლინიკა “გორმედშია” გადაყვანილი.
დაშავებული კაცი “ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტი და საჯარო მოხელეა.
40 წლამდე დავით შოთაშვილი “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდა ერთ-ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში.
შემთხვევა ქალაქის მთავარ მოედანზე მოხდა და ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს.
მთავარი არხის ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
წყარო: მთავარი არხი
კომენტარები