თურქმენეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს ქვეყნის პრეზიდენტის მამის გარდაცვალების გამო გლოვის ნიშნად თავის გადაპარსვა დაავალეს. ასევე მათ ნაციონალური ქუდები უნდა ატარონ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ეს წესი მას შემდეგ შემოიღეს, რაც პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი საჯარო ღონისძიებაზე ნაციონალური ქუდით მივიდა. მამამისი, მიალიკგული ბერდიმუჰამედოვი რამდენიმე დღის წინ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მამის გარდაცვალების შემდეგ თურქმენეთის პრეზიდენტი ოფიციალურ ღონისძიებებზე 7 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. მის გარეშე რამდენიმე ეროვნული დღესასწაული გაიმართა, სადაც საზეიმო ცერემონიებს მისი შვილი, სერდერი უძღვებოდა.
კომენტარები