• რეკლამა
  • კონტაქტი
04:29, სამშაბათი, 27 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თურქეთში ქართველი ემიგრანტი 41 წლის მარიკა რუხაძე გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
12:18 01-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
155

“თურქეთში ქართველი ემიგრანტი 41 წლის მარიკა რუხაძე გარდაიცვალა, ის 15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა (სამტრედია გლოვობს), მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს წლებია. ერთი ბიჭი დარჩა თენგო ხუჭუა 21 წლის… მისი შვილის მონატრებას გადაჰყვა…“ –  ამ სამწუხარო ინფორმაციას ,,ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე ავრცელებს

“მოიხსენიეთ ახლად შესვენებული მარიკა, კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე…

გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს სიცოცხლე მინდა… თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია… ნათელი დაუმკვიდროს უფალმა… საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა. 15 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? შენ ხომ ამბობდი მე ძლიერი ვარო, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ამ მონატრებას შენმა პატარა, მაგრამ საოცრად დიდმა და კეთილმა გულმა.

ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე, ცხარე ცრემლებით დაგტირიან თურქეთის ემიგრანტები. ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარ ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი, მუხანათი სიკვდილის მოახლოება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით, უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი.

კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა, სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ – ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო, ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო.

მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა, როცა ქართველი გულით ნატრობდა სად მომკვდარიყო, ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო” – წერს შოთო სიხარულიძე. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

11:26 01-26-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებით სასაუბრო წუთები, ინტერნეტ პაკეტები და მრავალფეროვანი კომბინაციები!

08:00 01-26-2026
WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved