თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი ამოიყვანეს – ამის შესახებ CNN იტყობინება.
შეგახსენებთ, 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა არის ყველაზე მძიმე დარტყმა, რომელიც განიცადა ქვეყანამ ბოლო 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24 000-ს გადააჭარბა.
კომენტარები