ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმირ ჩიჟოვის თქმით, რუსეთი უპასუხოდ არ დატოვებს საკუთარი მოაქალაქეების ხოცვას ნებისმიერ ადგილზე. ამის შესახებ მან the Guardian-თან ისაუბრა.
“თუ უკრაინელები რუსეთის წინააღმდეგ შეტევას დაიწყებენ, არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ კონტრშეტევით ვუპასუხებთ. ან, მათ (უკრაინელებმა) რუსეთის მოქალაქეების ურცხვად ხოცვა რომ დაიწყონ ნებისმიერ ადგილზე, დონბასში ან სხვაგან”, – თქვა ჩიჟოვმა.
ჩუჟოვის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინაზე თავდასხმას, თუ “პროვოკაცია” არ იქნება.
“ჩვენ არ შევიჭრებით უკრაინაში, თუ ამის პროვოცირებას არ მოგვიწყობენ”, – თქვა რუსეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში.
კომენტარები