• რეკლამა
  • კონტაქტი
11:19, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ (სახელმწიფოს) თუ გრძელვადიანი არსებობა გსურს, მეზობლებთან თანაცხოვრება უნდა ისწავლო!“ – დემურ გიორხელიძე

ალია ავტორი - ალია
15:20 02-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
576
ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:
„არის ერთი მომენტი, რომელიც ქართველებს კარგად არ
ესმით და რაკი ეს არსებითი მომენტი გააზრებული
არ არის, – საზოგადოება გახლეჩილია იდეოლოგიების
დონეზე, პოლიტიკური გრამატიკის გარეშე,
როცა მხარეებს არ ესმით ერთმანეთისა.
ერთმანეთისადმი ეს სიყრუე განაპირობებს ყველაზე
მტკივნეულ რამეს:
(ა) ქართული სახელმწიფო ჯერაც კვაზი-სახელმწიფოს
(არშემდგარი სახელმწიფოს) დონეს ვერ გასცილებია, და
(ბ) ქართული გარემო წარმატებულობის შესაძლებლობის
ატმოსფეროს გარეშეა!
რაშია პ რ ო ბ ლ ე მ ა?!
საღ ადამიანს არ შეიძლება არ ეფიქრა და არ ფიქრობდეს
იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს იმ ნიჭისა და უნარის
მაქსიმალურ განვითარებას, რაც ქართველ ხალხშია
დანავებული, ჯერაც ბოლომდე გაუხსნელი და
არარეალიზებული.
32 წლის წინ საკუთარი სახელმწიფოს მიღება, უდიდესი
ტექტონიკური ძვრების შედეგად (!), იმედს სახავდა, რომ
ეს სახელმწიფო სწორედ ის გარსი იქნებოდა, სადაც
ქართველთა განვითარების, წარმატებისა და მათი
შესაძლებლობების ზღვარის მონიშვნის საშუალებას
გააჩენდა:
განათლება, მეცნიერება, პროფესიული სრულყოფისკენ
სწრაფვა, კვალიფიციური მოხელეობა, პროდუქტიული
შრომა, შიდა წესრიგი ამის საშუალებას მისცემდა
ქართველს, მაგრამ
ყველაფერი ჩაძაღლებული და განადგურებული იქნა
ჩანასახშივე:
სახელმწიფო მშენებლობისა და განვითარების რელსებზე
გადასვლის ნაცვლად, ნგრევა, ძარცვა, ყველაფრის მოშლა,
ნიჰილიზმი და ქვეყნიდან იძულებით წასვლა მივიღეთ!
რა იყო მთავარი?
როგორი სახელმწიფო სჭირდება ქართველს,
რისკენ უნდა აგვეღო აქცენტი?!
პროფესიულ პოლიტიკას და პასუხისმგებლობას ამის
გარკვევა მაშინვე შეეძლო, რადგან წარმოდგენათა სისტემა
უკვე არსებობდა, თუმცა, ეს შეხედულებები არ გახდა
ძლიერი ეროვნული ინტერესთა ჯგუფის სამოქმედო!
თუ ქართულ კულტურას, ქართველთა ეთნოგენეზისა და
სპეციფიური ისტორიული პროცესების პირუთვნელ და
უმკაცრესს ანალიზს მოვახდენთ, –
აშკარად იკვეთება ორი რამ:
(ა) ქართველებს აქვთ საოცარი ძალის კულტურა,
რომელმაც თავისი დროის უდიდეს კულტურებთან
შეჯახებისას არა წამხერდურობა-ლოალობა-ბრმა
გაზიარების გზა აირჩია, არამედ, საოცარი გონივულობა
გამოიჩინა, – უმძლავრესი ფილტრი ჩადო:
ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ აღმოსავლურ
კულტურებში, შემდეგ კი ჩრდილოური კულტურასთან
ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობისას იყო, –
წამოიღო, გაფილტრა და საკუთარ ფუძეზე დაამყნა!
ყველა დიდ ცივილიზაციებთან შეჯახებისას ქართული
კულტურა გამდიდრდა, გაძლიერდა და უფრო მასშტაბური
ხედვისა გახდა, ხოლო მისი ფასეულობათა სისტემა კი
უნიკალური – არცერთ თანამედროვე ცივილიზაციას ამ
მხრივ ტოლს რომ არ დაუდებს!
(ბ) ქართველებმა გამოაჩინეს პიროვნული თვისებები და
იშვიათი შინაგანი ენერგია, როცა საკუთარი თავის
გადარჩენისთვის იბრძოდნენ, თუმცა, შეუსაბამოდ სუსტი
პოლიტიკური ელიტები უამრავ შეცდომას უშვებდნენ.
და როცა სახელმწიფო ჩაუვარდა ხელში ქართველს, –
ისე მიენდო, თითქოს, თავისთავად აეწყობოდა ყველაფერი!
მაგრამ ეს ასე არ ხდება, რადგან თავისთავად არსად
არაფერი აწყობილა და… აქაც საქართველოს და
ქართველებს ისევ მისმა პოლიტიკურმა და გამყიდველმა
ინტელექტუალურმა ელიტებმა უღალატეს!
. . . . . . .
4 წლიდან დასავლელი იმიგრანტების გარემოში
გავიზარდე! ყველაფერი, რაც დასავლურია, – მისი
ისტორია, მუსიკა, ლიტერატურა, ცხოვრების წესი და ა.შ.
ბუნებრივად იქნა შეთვისებული…
მერე, უფრო მოზრდილ ასაკში ყველაფერი წაკითხულ- გააზრებული, ღრმად რეფლექსირებული, რაზეც კი ხელი
მიმიწვდებოდა.
ჩემთვის ღრმად გასაგები შეიქმნა დასავლური სისტემის
კონსტრუქცია, იმ წარმატების მიზეზები და
განმაპირობებელი ფაქტორები, რამაც დასავლური
ცივილიზაცია მისი კლასიკური ეპოქისას,
დომინირებული გახადა მსოფლიოში!
ბუნებრივია, ჩემი მენტალური განწყობის კაცს არ
შეიძლება არ გაეტარებინა პარალელი, თუ რა მოხდებოდა,
დასავლური სისტემის სრული კონსტრუქცია არა ბრმად,
არამედ მიზანმიმართულად, უდიდესი პროფესიული
ცოდნითა და ეტაპების გათვალისწინებით, გადმოგვეღო
და დაგვემყნა ქართულ ფუძეზე!
თუ ამას გაიაზრებთ, –
თქვენ აუცილებლად მიხვალთ იმ შეგნებამდე, რომ
ასეთი სისტემა იქნებოდ ქართული მენტალიტეტისათვის
და ქართული სახელმწიფოსთვის იდეალური ტრაექტორია
განვითარებისა და ისეთი შედეგების მიღებისა,
რომლის წარმოდგენაც კი ძნელია საუკეთესო ფიქრისას!
რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას?
საქართველოში 2-3 კაცი თუ მოიძებნება,
იმ დონისა და მრავალფეროვნების ურთულესი ღრმად
მათემატიზირებული ლექციები წაეკითხოს
ახალგაზრდებისთვის, როგორც ფუნდამენტურ მეცნიერებაში, ისე ეკონომიკაში, როგორც მე.
მე აღქმული მაქვს საოცარი გონებაგახსნილობა ქართველი
ახალგაზრდებისა: ის სისტემა, რაზეც მოგახსენეთ ზემოთ,
იდეალურად მოემსახურებოდა ყოველივე ქართულის
განვითარებას.
ამ ღრმა სამუშაოს ნაცვლად, ყველაფერი დემაგოგიაში,
ჩვეულ იდეოლოგიურ ტოტალიტარიზმში დავახრჩვეთ
და დასავლეთის უდიდესი ცივილიზაცია პედარასტიის,
გათახსირებისა და გადაგვარების დონემდე დავიყვანეთ!
“დასავლურობა” შტერული ყელყელაობის საფუძვლად
ვაქციეთ გაუნათლებელი ადამიანების საკმაო ნაწილისათვის!
“ორიენტაცია” (ნებისმიერი მიმართულებით), –
რაც საერთოდ სისულელეა დამოუკიდბელი სახელმწიფოს
მქონე ხალხისათვის,
ერთმანეთის ნეობოლშევიკური დამუნათების წყაროდ
ვაქციეთ: “მე დასვლეთი მინდა”, “შენ “რუსეთი გინდა” –
აი, კრეტინიზმის ბოლო საფეხური,
გაუნათლებლობის უდიდესი შედეგი!
ამ დროს იკარგება ის, რასაც “დასავლური კულტურა” ჰქვია
და იკარგება იმის შეგრძნება, რომ სამხრეთ კავკასიაში
მდებარე სახელმწიფო ხარ და თუ გრძელვადიანი
არსებობა გსურს, მეზობლეbთან თანაცხოვრება უნდა
ისწავლო!
მოგწონს მეზობელი – არ მოგწონს მეზობელი –
ამას მომავლისთვის არანაირი მნიშვნელობა აქვს.
სიყვარულობანა არ არის გონიერების ნიშანი
პოლიტიკის წარმართვისას.
გონიერებისა კი ქართველთა დიდ ნაწილს დღესაც
არაფერი სცხია.“
თეგები: დემურ გიორხელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved