საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რომის სამრევლოს წინამღძვარი, მამა იოანე ხელაია იტალიაში მყოფ თანამემამულეებს სოციალური ქსელით მიმართავს და დახმარებას სთავაზობს. სასულიერო პირი, რომის ქუჩებში ავტომობილით და სპეცეკიპირებით გადაადგილდება. ის იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს სახლებიდან არ გამოვიდნენ და მზად არის ადგილზე თავად მიუტანოს მათ საჭირო ნივთები.
კომენტარები