ქვეყანაში საწვავი ისევ ძვირდება. მიმდინარე კვირაში ბენზიგასამართი სადგურები საწვავს ახალი ტარიფით, 5-10 თეთრით ძვირად გაყიდიან. არ არის გამორიცხული საწვავზე ფასი კიდევ უფრო მეტადაც გაიზარდოს.
საქართველოში ნავთობ პროდუქტების შემომტანები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი თქმით, საწვავის ფასის გაჩერება შეუძლებელი და გარდაუვალია.
ის, რომ საწვავზე ფასების მატება მოხდება, ეს გარდაუვალი პროცესია. პროგნოზები ფასთან დაკავშირებით უფრო იხრება პესიმისტური სცენარისკენ. ანუ ფასი შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს. თუნდაც იმ ფონზე როდესა რუსეთი-უკრაინას შორის არსებობს ასეთიდ აძაბული ფონი. ახალი პროდუქტი შემოდის, ახალი ფასით შემოდის. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ სამწუხარო რეალობას, როდესაც რიგ ოპერატორ კომპანიაებს მოუწევთ ფასების კორექტირება მატებისკენ, – ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი.
არსებული ინფორმაციით, საწვავის გაძვირება მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ გამოიწვია, ხოლო მეორეს მხრივ, ამაზე გავლენა მთავრობის მიერ აქციზის გადასახადის შემცირებაზე უარმაც იქონია. იმ შემთხვევაში თუ მთავრობა დათმობაზე არ წავა, მომდევნო კვირებში საწვავი შესაძლოა კიდევ უფრო გაძვირდეს.














კომენტარები