• რეკლამა
  • კონტაქტი
11:46, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არ უშვებს არსად, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტი? არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი მოთხოვნა პრეზიდენტისგან – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
12:41 06-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
990

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ყველა მიმართვაზე, ოფიციალური ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებით მას ხელი აქვს მოწერილი და არცერთი განაცხადი დაუკმაყოფილებელი არ დაუტოვებია.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ბრიუსელიდან სურდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა მთავრობისგან კიდევ ერთი უარი მიიღო.

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა“.

„მინდა ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო სუვერენული სახელმწიფოა და დამოუკიდებელი ქვეყანა. მეორე და მთავარი – ჩვენი ქვეყანა იმართება კანონებით და კონსტიტუციით. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენ უმაღლესი თანამდებობის პირებმა კანონის ზედმიწევნით შესრულების და კონსტიტუციის დაცვის მაგალითი უნდა მივცეთ ყველას. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ხსენებულ ვოიაჟს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალურ მომართვაზე, რაც პრეზიდენტისგან მივიღე, ხელი მოვაწერე, ყველა მისი თხოვნა და მოთხოვნა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო. გასაკვირია ის ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომე ბრიუსელიდან გააკეთა. კითხვას ვუსვამ ყველას – თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი? რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუმარტო მოქალაქეებს, რომ დღეის მდგომარეობით სხვა მომართვა, სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა.

კითხვას რომ მისვამთ [მოიტყუა თუ არა პრეზიდენტმა] ანუ რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე მტკიცებულებებით გეუბნებით, რომ არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა – ყველა დავუკმაყოფილეთ. სამწუხაროა ის, რომ ქალბატონი სალომე იმეორებს დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა იმედი მაქვს, ის უკეთ გაერკვევა მთავრობის მუშაობაში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved