გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ახალი შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვინც მონა არ არის, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე უნდა მივიდეს.
„ქვეყანა ჭაობშია და სრული უპერსპექტივობის განცდაა
რომ მოგინდეს, ქვეყნიდან არ გიშვებენ
ორშაბათიდან, სახლიდანაც აღარ გიშვებენ
თუ აპროტესტებ ამ რეალობას, გაჯარიმებენ/გიჭერენ
თუ ძალიან აპროტესტებ, რეზინის ტყვიებს გესვრიან
თუ არჩევნებით ცდილობ ამ რეალობის შეცვლას – დიდ ფულს გახვედრებენ, ნაწილს შენთვისვე წართმეულს
დიდი ფული თუ არ ეყოთ – გიყალბებენ
ამაზე თუ რეაქცია არ გაქვს, მონა ხარ
თუ მონა არ ხარ – ხვალ, 15.00-ზე, რუსთაველზე (მიუხედავად ყველაფრისა)
ასე მარტივად ვუყურებ მე.” – წერს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, მთავრობამ დღეს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომლის მიხედვით, ქვეყნის 7 ქალაქში, 9 ნოემბრიდან, საღამოს 22 საათის შემდეგ, დილის 5 საათამდე გადაადგილება იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით.
ოპოზიციამ ხვალ, 8 ნოემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელიც მათი თქმით, გაყალბებული არჩევნების გამო ჩატარდება.
კომენტარები