• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ მესამე პრეზიდენტის შიმშილობა ფატალურად დასრულდება, მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას-დიდ ბრიტანეთში მცხოვრები მოქალაქეები

ალია ავტორი - ალია
15:31 11-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მოშიმშილე პრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება – დიდ ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ბრიტანეთისა და საქართველის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და საქართველოს მეგობრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ. 

გთავაზობთ მიმართვას უცვლელი ფორმით: 

“ჩვენ, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ბრიტანეთისა და საქართველის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და საქართველოს მეგობრები გამოვხატავთ  უკიდურეს შეშფოთებას რუსთავის ციხეში მოშიმშილე  საქართველოს მესამე პრეზიდენტის არაჰუმანური მოპყრობის გამო. ამასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას, პირველ ყოვლისა, ბრიტანეთისა (Amnesty International, Human Rights Watch, United Nations Association UK) და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს (Human Rights Without Frontiers International, UN Watch და სხვა) .

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლების დარღვევა დაუშვებელია და საქართველოს მთავრობამ მტკიცედ უნდა დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელმოწერილი ვალდებულებები .

ჩვენ ვითხოვთ, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი სავსებით ლეგიტიმური და ადამიანური  მოთხოვნა. ამის პრაქტიკა კი უკვე არსებობს, საქართველოში ყოფილა შემთხვევები, როცა თხოვნის საფუძვლზე ზოგიერთი პატიმარი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო კლინიკაში სამკურნალოდ. 

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მოშიმშილე პრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. 

და თუ ჩვენი კანონიერი მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული და მესამე პრეზიდენტის შიმშილობა ფატალურად დასრულდება, ჩვენ მივმართავთ უკიდურეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის კანონის ფარგლებში არსებულ პროტესტის ზომებს.  

იმედი გვაქვს თქვენი საშუალებით ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი საქართველოს მთავრობისთვის ნათელი გახდება”,- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved