ტელეწამყვანი, გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემი საქმე არ არის, მაგრამ…
თუ მაგდენს ხვდები, რომ შენი საქმე არ არის, რა გინდა, დაეტიე შენს ტყავში, მიხედე შენს თავს, იფიქრე შენ საქმეზე, რატომ ერჩი სხვას, რატომ ასწავლი ადამიანებს იმას, რაც შენ არ იცი… და თუ იცი შენ თავს ასწავლე.
ყველამ რომ საკუთარ თავს მიხედოს და არ გაუკვირდეს ვინ რატომ და როგორ იქცევა, ყველაფერი დალაგდება.
ადამიანებს მიდრეკილება აქვს სხვას ასწავლოს, სხვა გააკრიტიკოს, სხვის გემოვნებაზე იმსჯელოს, სხვის საქციელზე და მორალზე აღშფოთდეს.
დამიჯერეთ, თუ ჩუმად რამეს აკეთებთ და ვერავინ ვერ იგებს, არ ნიშნავს, რომ თქვენი ჯერი არ დადგება.
არც უნდა მზაკვრულად დამალოთ თქვენი თვალთმაქცობა, აუცილებლად გამჟღავნდება, თუ არ განმჟღავდება აუცილებლად ხილულად მიიღებთ სასჯელს, რომელიც თავად შენ გამოუტანე განაჩენი საკუთარ თავს.
ასეთია ცისა და ხვთის კანონი.
მეც დავსჯილვარ სამაგალითოდ.
შევისწავლე საკუთარი თავი, შევისწავლე საკუთარი უარყოფითი თვისებები და განვთავისუფლდი.
სარკე.
ჩაიხედე გონების სარკეში, ჩაიხედე გულის სარკეში, ჩაიხედე სულის სარკეში.
დაინახავ ყველაფერს თუ ბრმა არ ხარ.
გიორგი ჯაჯანიძე“.
კომენტარები