• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, ოთხშაბათი, 29 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, ამის აკრძალვაც მოგვიწევს”

ალია ავტორი - ალია
23:53 04-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

თუ ხვალ ქუჩაში ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული. მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა საჭირო, რომ ქვეყანამ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაზე იფიქროს, რადგან ქუჩაში ფეხით მოსიარულეთა სიმრავლე შეინიშნება და რამდენად მოსალოდნელია უახლოესი ორი დღის განმავლობაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დღევანდელმა სურათმა, რომელიც ერთგვარად, ბოლო დღეების შემაჯამებელი ანალიზი იყო, აჩვენა, რომ მთავრობას ზომების კორექტირება დასჭირდა, რადგან საზოგადოებამ თავისი ქცევა შესაბამისად არ დააკორექტირა.

„დღეს, გუშინ და გუშინწინ ქუჩაში იყო ბევრი მანქანა, მოძრაობს ბევრი ადამიანი; დღეს, დილით, თათბირზე რეგიონებიდანაც მივიღეთ ფოტო-ვიდეომასალები, სხვა ინფორმაცია და ჩავთვალეთ, რომ უკვე დადგა დრო, გვემსჯელა, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა მოქალაქეს გავაკეთებინოთ ის, რასაც მოწოდებების მიუხედავად თავად არ აკეთებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა კომპეტენტურ ადამიანებს უსმენს, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება და გადაწყვეტილებას ეპიდვითარების შესაბამისად იღებს.

„ესენი არიან, პირველ რიგში, ბატონი ამირან გამყრელიძე და სხვები, ექიმები და კლინიკების დირექტორები. ჩვენ ვუსმენთ მათ, რადგან მათზე მეტი არ ვიცით და ვერ გვეცოდინება. ასევე, მთავრობის შიგნით ყოველ დილით ვისმენთ ჯანდაცვის მინისტრისა და მისი გუნდის რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს. მესამე ფაქტორი, რასაც მთავრობა აკეთებს, არის ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით საზოგადოების ქცევას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved