• რეკლამა
  • კონტაქტი
23:49, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, “ოცნებას” მოგებულ ქალაქებს უბრძოლველად გავატანთ… ივანიშვილი ლეგიტიმაციას მიიღებს – ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
21:59 06-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
302

ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” არანაირ შემთხვევაში არ აწყობს, რომ ძლიერმა, გაერთიანებულმა პლატფორმამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, – ამის შესახებ კოალიცია “ლელო -ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ პროდასავლური ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს, “ქართულ ოცნებას” “მოგებულ ქალაქებს უბრძოლველად გაატანენ” და “ივანიშვილი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას აიღებს”.

ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” არანაირ შემთხვევაში არ აწყობს, რომ ძლიერმა, გაერთიანებულმა პლატფორმამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. რატომ? იმიტომ, რომ როგორც ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ გამოვაცხადებთ ე.წ. ბოიკოტს და ვეტყვით, რომ ამ ბრძოლაში არ შევდივართ, ისინი ჩაატარებენ სანიმუშო არჩევნებს, მოხსნიან კალანდარიშვილს და დანიშნავენ ბუნჩულა ადამიანს, ისევე როგორც მოხსნეს დასანქცირებული ადამიანები. 

თუ გაერთიანებული ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, უბრძოლველად გავატანთ მოგებულ ქალაქებს – თბილისს, რუსთავს და ა.შ., ჩვენ გვექნება შემდეგი სურათი, ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოს თვალში ლეგიტიმაციას აიღებს, ჩამოიყვანს დამკვირვებლებს და იტყვის, ნახეთ როგორი არჩევნები ჩავატარეო. არც გააყალბებს, ეყოლება ოპოზიცია. როგორც მე დამიბარა ცრუ ოპოზიციით შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ, თავის ამომრჩეველს და გადაუწყვეტელ ხალხს ეტყვის, რომ შეიცვალა ცხოვრება, აგერ არის ოპოზიცია, არანაირი გაყალბება არ იქნებაო…

ამის მერე ეს ხელისუფლება ბოლომდე გაიმყარებს საფუძველს. ჩემთვის ადგილობრივი არჩევნები არის სახლისთვის ფუნდამენტის აშენება, რადგან საპარლამენტო არჩევნები არის დიდი ბრძოლა, რომელიც ცვლის ხელისუფლებას, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები არის ქალაქები, საკრებულოები, რომელზეც ოპოზიციური პარტიის სიძლიერე დგას. წარმოიდგინე, შენ უბრძოლველად ამას აბარებ “ქართულ ოცნებას”… არ მონაწილეობა არჩევნებში პარტიებისთვის ნიშნავს კაპიტულაციას.” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved