• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ ეშინია ხელს ჩავკიდებ და მე წავიყვან ერთად ჩავიტაროთ ტესტი!” – ხუხაშვილი კობახიძეს ნარკოტესტის გაკეთებას ურჩევს

ალია ავტორი - ალია
10:43 09-23-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

“პოლიტიკური სოციოპატია კობახიძე, გულმავიწყობა და ჰიპერაქტიულობა არის დამახასიათებელი ნარკოდამოკიდებულისათვის,” – ეს განცხადება პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

ხუხაშვილმა პირდაპირ ეთერში საუბრისას “ქართული ოცნების” თავჯდომარეს ნარკოტესტის ჩატარებისკენ მოუწოდა. 

“პოლიტიკური სოციოპატია კობახიძე რომელიც ნებისმიერ რამეს იკადრებს, ნებისმიერ რამეს იტყვის ისე, რომ არც შეუტოკდება… საერთოდ არანაირი მორალური ჩარჩო არ აქვს ამ ადამიანს. პოლიტიკური მიზნებით შეუძლია, რომ რაღაც იკადროს და ჩათვალოს, რომ პოლიტიკას ასე სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ გახარიას თემა დასრულდა. კობახიძის დღევანდელი ტექსტიც ამაზე მეტყველებს ხომ… დიდი ბოდიში და თუ რამე ინფორმაცია გაქვს თქვი მაშინ რაზე ლაპარაკობ. ისევ მინიშნებებით ლაპარაკი და ისევ, ასე, ვთქვათ ცინიზმი წამებლური ტონით. სიმართლე გითხრათ ის ჰიპერაქტიურობა, გუშინ ერთს ამბობს, დღეს სხვა რამეს, ზუსტად ეს არის დამახასიათებელი ე.წ. “კოკაიშნიკისთვის”.

მე ვფიქრობ, რომ თვითონ კობახიძემ, რომ ჩაიტაროს ნარკოტესტი ეს ბევრად უფრო საინტერესო იქნება. მაქვს ეს სერიოზული ეჭვი. მისი ქმედებები, არათანმიმდევრული განცხადებები, დღეს რაღაცას იტყვის, ხვალ შეიძლება რაღაც დასჭირდეს და იმის საწინააღმდეგოს იტყვის. ეს გულმავიწყობა და ჰიპერაქტიურობა არის დამახასიათებელი ნარკოდამოკიდებულისთვის და ძალიან ვთხოვ კობახიძეს თვითონ ჩაიტაროს ტესტი. კალაძემაც ჩაიტარა, გახარიამაც ჩაიტარა… ან სოციოპატი უნდა იყოს ან რაც გითხარით, ნარკოდამოკიდებული, რომ მერე ამ მდგომარეობაში როცა ხარ აღარა გაქვს საზღვარი ხო?! დიდი ბოდიში მაგრამ ამ ადამიანის ქმედებებზე დამოკიდებულია ქვეყნის ბედი, ნუ რაღაც მოკლე ვადაში და ჩაიტაროს ეს ნარკოტესტი რა. ძალიან მაინტერესებს რაიმე ხიფათის ქვეშ ხომ არ არის ქვეყანა მისი აი, ამ აბსურდის გამო. წავიდეს და ტესტი ჩაიტაროს რა! – მე გავყვები თუ უნდა. კობახიძეს მოვუწოდებ, რომ თუ ეშინია მივალ ჩავკიდებ ხელს და წავიყვან და ერთად ჩავიტაროთ ტესტი იმიტომ, რომ მაქვს სერიოზული ეჭვი, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, რომ  არის სისტემური ნარკომანი. ერთჯერადი კი არა სისტემური. მისი ქმედებებიდან მე ამ დასკვნას ვაკეთებ,” განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved