• რეკლამა
  • კონტაქტი
20:52, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ ჩემს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, უნდა ვიომო კიდევაც… უნდა შევიარაღდე“ – ნინო ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:18 11-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
385

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:

„რისთვის ქმნიან ადამიანები სახელმწიფოს, რისთვის ირჩევენ ხელისუფლებებს და რა არის პოლიტიკის მთავარი მიზანი: იმისათვის, რომ უზრუნველყოს ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი 5 ფუნდამენტური საკითხი –უსაფრთხოება, კეთილდღეობა, თანასწორობა, სამართლიანობა, თავისუფლება. მე არ მომიგონია ეს. სახელმძღვანელოებში წერია. ეს არის მიზანი. დანარჩენი ყველაფერი ქვემიზნები, ქვეამოცანები და საშუალებებია. ხშირად საშუალებებია ის, რასაც მიზნებად გვიცხადებენ პოლიტიკოსები და ხელისუფლებები.
ქოცს რა თქმა უნდა, არც წიგნში წაუკითხავს და არც ყურმოკვრით გაუგონია სადმე,სინამდვილეში რისთვის არიან იქ, სადაც არიან. შესაბამისად, ვერც ის ეცოდინებათ, რომ მშვიდობა ვერ იქნება მიზანი.
მიზანი უსაფრთხოება შეიძლება იყოს. თუ უსაფრთხოება არ იქნება დაცული, ვერ იქნება მშვიდობა, ან იქნება დროებითი და მხოლოდ სხვების კეთილ ნებაზე დამოკიდებული. “მშვიდობიანს“ შეიძლება თავი წამაცალოს ვიღაცამ. თუ იარაღი არ მექნა და ტყეში ვარ ღამით, ჩემი უსაფრთხოება არ არის დაცული, რაც არ უნდა მშვიდობიანი ვიყო. თუ ჩემს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, უნდა ვიომო კიდევაც. უნდა შევიარაღდე, უნდა მოვძებნო მოკავშირეები, გავძლიერდე და ა.შ.
ხოდა,კალაძე, რანაირად ხარ მშვიდობის ქალაქი,როცა ზურგი მოუშიშვლეთ საქართველოს, როცა მეგობარი და მოკეთე აღარ დაიტოვეთ დედამიწაზე, რომ უსაფრთხოების დაცვაში დაგვეხმაროს,ნატოს ხსენებაზე გაკანკალებთ, სამხედრო დახმარების მოცემას რომ ვინმე ახსენებს იმალებით, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს ომი გამოუცხადეთ და ყველაზე დიდ ტერორისტ პუტინს გულშემატკივრობთ “მშვიდობის მეხოტბეები“.
ისიც ვერ გაგიგიათ, რისთვის იბრძვის უკრაინა. არადა სწორედ მშვიდობისთვის იბრძვის. თქვენგან განსხვავებით იცის, რომ თუ მუდმივი საფრთხე, ანუ რუსეთი არ გაანეიტრალა და უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიები არ მოიპოვა, ვერ ექნება გრძელვადიანი მშვიდობა.
ხოდა, კალაძევ, მეტის წერა მეზარება და როგორც თავად იტყოდი “წადი გადაშენდი“, უტვინო შენ!
P.S. იმაზე აქ აღარაფერს ვიტყვი, დანარჩენი ოთხი კომპონენტი როგორ გადაიფხრიწა ქოცნებამ თავზე“
თეგები: ნინო ჯანგირაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved