“ქართული ოცნების” წევრი, დავით სერგეენკო საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლას სერიოზულად ვერ აღიქვამს. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში კანონი აღსრულდება.
მართლა არ მინდა ამ ადამიანზე რაღაცა გადებულად ვთქვა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მაგრამ ასე გაუტავებლად წლის განმავლობაშ ყოველწლიურად დაანონსება, სერიოზულად გამიჭირდება ამაზე რაიმე კომენტარის გაკეთება, თუ ჩამოდის ჩამოვიდეს, თუ არ ჩამოდის ნუ ჩამოდის… მმართველი გუნდისთვის არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება, უბრალოდ კანონი აღსრულდება, – ამბობს სერგეენკო.
თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლასა და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე მიხეილ სააკაშვილი განცხადებას დღეს გააკეთებს.
კომენტარები