ტვ პირველის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ თუ აზარტული თამაშების აკრძალვის კანონპროექტი ძალაში შევა, ტელეკომპანია შემოსავლის მინიმუმ 20%-ს დაკარგავს.
ისედაც მყიფეა ქართული სარეკლამო ბაზარი, ამ ,,მდუღარე ეკონომიკის” პირობებში წლიდან წლამდე იკლებს შემოსავალი. ამ კლების ფონზე კონკრეტულად აზარტული თამაშების შესახებ კანონის მიღება დაგვაყენებს რეალობის წინაშე, რომ შემოსავლების 20%-ს დავკარგავთ. ეს თანხა არის ჩვენი ტელევიზიისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანი. ახლა ჩვენ ვიგებთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტის განსაზღვრა 20%-ით ნაკლები თანხით უნდა დავიწყოთ.
ვისაც ეხება ეს ცვლილებები, იმათთან არც ერთი კონსულტაცია არ ჩატარებულა, ანუ პრემიერმა რაღაც თქვა და მეორე კვირაში პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაიწყო განხილვა. ეს სფერო არის ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი და ამიტომ დაჩქარებული წესით ამ კანონის განხილვა იმას ნიშნავს, რომ არ აქვთ დათვლილი, რა ზიანს მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი – განაცხადა ნანა აბურჯანიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში.
ცნობისთვის, პარლამენტის კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებაზე.
კომენტარები