12 აპრილს, ძლიერი ქარის გამო ვარკეთილში ხე წაიქცა და ორ ადამიანს დაეცა. ერთ-ერთი გადარჩენილი ქალბატონი, უბნელებს მიმართავს და დახმარებას სთხოვს.
როგორც თამარ ქისიშვილი ამბობს, ახლა მას ახლა ეტლი სჭირდება, რომელიც არ აქვს.
„მოგესალმებით ძვირფასო თანაუბნელობო.
12 აპრილის ძლიერი ქარის დროს მოგლეჯილი ხე, დაგვეცა ორ შემთხვევით გამვლელს. ერთი ქალბატონი სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
მე კი სასწაულებრივად გადავრჩი.
მივიღე ორივე ფეხზე ტერფისა და ბარძაყის ძვლების მოტეხილობა.
თქვენთან მაქვს სათხოვარი, იქნებ ვინმეს მოგეპოვებოდეთ მსგავსი ეტლი, რომელიც ამ ეტაპზე არ გჭირდებათ და შეგიძლიათ 1-2 თვით რომ მათხოვოთ”, – წერს თამარ ქისიშვილი.
შემთხვევის შედეგად მეორე დაშავებული ქალბატონი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
კომენტარები