• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენი ექიმი დღეს არ არისო და ტელეფონი გამითიშეს” -კოვიდინფიცირებული

ალია ავტორი - ალია
15:44 11-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

კოვიდინფიცირებული ჟურნალისტი, ირაკლი კუნჭულია, რომელიც სახლში მკურნალობს, სოციალურ ქსელში, წერს:

„ხალხო, არ დაიჯეროთ, რომ ესენი რამეს არათუ ეფექტიანად, არამედ საერთოდ მართავენ.

როგორც გითხარით, სახლში ვმკურნალობ, სიმპტომები მაქვს, მაგრამ მსუბუქი ფორმით. ბოლო ორი დღეა მახველებს და ჩემმა მეგობარმა ექიმმა წამალი მირჩია.

მაინც, თავის დაზღვევის მიზნით, ოჯახის ექიმისთვის მინდოდა აზრის კითხვა. დილიდან ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები, თუმცა ბევრი პაციენტი ჰყავთ და ამაზე, ცხადია, არ გავბრაზებულვარ.

რამდენიმე წუთის წინ ისევ ვცადე დარეკვა, მიპასუხა და აი, აქ იწყება წარმოუდგენელი ამბავი:

აიღო სხვა ექიმმა. ვუთხარი, რომ რჩევა მჭირდებოდა და თქვენ ვისი პაციენტი ხართო, ვპასუხობ – ნინო მიწერია ამ ნომერზე, ვინც მირეკავდა და მეუბნება – ნინო დღეს არ არის და ხვალ დარეკეთო.

რამდენიმეწამიანი პაუზა მქონდა, მეგონა მომესმა, ვეუბნები – იქნებ ადამიანი დღეს არის ცუდად, ხვალ როგორ უნდა დაგირეკოთ, როგორ შეიძლება ასე-მეთქი, აბა რა ვქნა, არ ვიცი თქვენი ქეისიო, ვუხსნი, რომ გუშინაც არ იყო ის ნინო ექიმი, სხვამ მიპასუხა, ბაზაში შეყვანილია ჩემი მონაცემები, ის გახსნა იმ სხვა ექიმმა და გამიწია კონსულტაცია და პასუხი – კაი, კაი, მითხარიო, ვეუბნები, რომ ასე პაციენტებთან ლაპარაკი არ შეიძლება, უცნაური მიდგომა გაქვთ-მეთქი და უცნაური მიდგომა თუ გვაქვს, კარგად იყავიო და ტელეფონი გამითიშა.

მესმის, რომ ყველა დაძაბული და დაღლილია, მაგრამ ეს არ არის ნორმალური“

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved