• რეკლამა
  • კონტაქტი
04:49, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც ხართ“ – ილია მეორე დიასპორას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
12:53 05-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

მოგეხსენებათ, ნებისმიერი დიასპორა სამშობლოს სახეს წარმოადგენს და ამიტომაც დიასპორის თითოეულ წევრს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ იმყოფებით, თქვენზე არის დამოკიდებული საქართველოსა და, ზოგადად, ქართველებზე განწყობის შექმნა და შეხედულების ჩამოყალიბება.

ამ დატვირთვას ბევრი თქვენგანი შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, მაგრამ ეს რეალობაა და იგი არასდროს არ უნდა დაივიწყოთ.

ეცადეთ, ასახელოთ სამშობლო, ჩვენი წინაპრები, თქვენი ახლობლები და ოჯახი; ეცადეთ, საქართველოს სიყვარული ჩაუნერგოთ თქვენს შვილებს.

სამშობლო მარტო გეოგრაფიული ადგილი არ არის; სამშობლო შენი ენაა, შენი კულტურაა, შენი ისტორიაა, შენი წინაპრების განცდებითა და ლოცვით გაჯერებული ჰაერია, მათი სისხლითა და ოფლით მორწყული მიწა-წყალია, მათი საფლავებია. . .

სამშობლო, ღმერთისგან ბოძებული ერთადერთი სახლია, რომლის გარეშეც ამქვეყნად ყოველთვის ვიქნებით მიუსაფარნი, როგორი უზრუნველი ცხოვრებაც არ უნდა გვქონდეს სხვაგან.

ამ გრძნობებისა და განწყობების განმტკიცების სურვილმა განაპირობა, რომ წლების წინ საზღვარგარეთ გაიხსნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობები, – ეპარქიები. იქ მყოფ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ უცხოეთში დაბადებულ ჩვენს მომავალ თაობას მშობლიური გარემო შეუქმნან: ასწავლონ ქართული ენა და მწერლობა, ისტორია, ქართული ცეკვა და სიმღერა, ტრადიციები… ხოლო მრევლი ღვთის სადიდებლად გააერთიანონ და ერთმანეთს დააკავშირონ.

მინდა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით იღვწის, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საელჩოებს პანდემიის პირობებში გაწეული მუშაობისთვის; მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ, სირთულეების მიუხედავად, დღეს შედგა თქვენთან შეხვედრა.

გვჯერა, პრეზიდენტიც და ხელისუფლებაც დიასპორაზე ზრუნვას მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებენ, რაც დიდი შედეგის მომტანი იქნება ყველასთვის.

დავსძენ იმასაც, რომ, მართალია, ამ განსაცდელმა მსოფლიოს ცხოვრების ახალი წესები შესთავაზა და სერიოზული პრობლემებიც შექმნა, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ.

ყველაფერი მაინც ღვთის ხელშია და მას მიენდეთ. ამასთან გთხოვთ, იცხოვროთ ოჯახისა და ერთმანეთის გასახარად, იცხოვრეთ ღვთის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ და თქვენ იქნებით ბედნიერნი.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!“ – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved