• რეკლამა
  • კონტაქტი
19:20, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თმის შესაჭრელად მივედი… კარი ახალგაზრდა, დაკუნთულმა ყმაწვილმა გამიღო“

ალია ავტორი - ალია
18:34 03-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„იმ დროს თბილისში ხალხი ავტომატებით რომ დარბოდა, ერთ–ერთ კორპუსში ცხოვრობდა 40–45 წლის უშვილო ცოლქმარი, სუსანა დეიდა და სერგო ბიძია:) სერგო მგონი მესაათე იყო, აი ქალბატონი სუსანა კი – პარიკმახერი. როგორც გავიგე ბატონი სერგო მოულოდნელად გარდაცვლილა… დაახლოებით ორ კვირაში სუსანას კლიენტების მიღება გაუგრძელებია და მეც თმის შესაჭრელად მივედი. კარი ახალგაზრდა, დაკუნთულმა ყმაწვილმა გამიღო. ვიფიქრე ოჯახის ნათესავი იქნება მეთქი, უცებ კართან ვიზუალურად ფრიად შეცვლილი (უკეთესობისკენ), გაპრანჭული, დეიდა სუსანა მოფრინდა ჭრელი ფერადი კაბით, გამიღიმა და შინ შემიპატიჟა. მივუსამძიმრე და სკამზე დავჯექი. სუსანამ ხელში მაკრატელი აიღო და დაიწყო თმის შეჭრა. დაკუნთული ახალგაზრდაც ოთახშია… მეც ვცდილობ ვუთანაგრძნო და ვუყვები თუ რა კარგი კაცი იყო ბიძია სერგო, რა კეთილი, რა ზრდილობიანი, მორჭმული–გამგებიანი… ვატყობ რომ დეიდა სუსანა ნერვიულობს, ეს საქმიანობაზეც ეტყობა, კიბე–კიბე მჭრის. მგონია, რომ გარდაცვლილი ქმარი ახსენდება და განცდებშია. ახალგაზრდა ყმაწვილიც ნერვიულობს და სიგარეტს ეწევა, ესეც არ მგონია არაბუნებრივი, ხომ ვთქვი ზევით, რომ ოჯახის ნათესავი მგონია… ძველებურად ვაგრძელებ, რა უჭირს თუ ცუდად მჭრის, კაცი გარდაიცვალა! ქალს ვანუგეშებ რა! მოკლედ ვეუბნები თუ რა თბილი კაცი იყო, როგორ უყვარდა ძია სერგოს მეუღლე და ალბათ ძალიან უჭირს ასეთი მოსიყვარულე ქმრის გარეშე არსებობა… დაკუნთული ყმაწვილი ახალ ღერს უკიდებს, სწრაფად გადის აივანზე და კარებს აჯახუნებს… სუსანა ჩუმად მეუბნება: ზვიადჯან ეს ჩემი ბავშობის სიყვარულია!!! ახლაც მახსოვს ნერწყვი რომ გადავყლაპე, ხმა აღარ ამომიღია, შესაბამისად ვერც ბედნიერება ვუსურვე… რომ არა კორონა ეს ისტორია ალბათ არ გამახსენდებოდა, თმა რობიზონ კრუზოსავით მაქვს:)))“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved