• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თინა ხიდაშელი: ორი მინისტრია დარჩენილი, რომელიც შესაცვლელი ჰყავს – შესაძლებელია, შს და საგარეო საქმეთა მინისტრები

ალია ავტორი - ალია
12:26 02-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

„ორად ორი მინისტრია დარჩენილი, რომელიც შესაცვლელი ჰყავს, დანარჩენი ყველა პოლიტიკური წარსულისა და პოლიტიკური მომავლის არ მქონე ადამიანები არიან”.

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ორად ორი მინისტრია დარჩენილი, რომელიც შესაცვლელი ჰყავს, დანარჩენი ყველა პოლიტიკური წარსულისა და პოლიტიკური მომავლის არ მქონე ადამიანები არიან. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ თეა წულუკიანს გაუშვებს, ის მისთვის საიმედო საყრდენია. შესაძლებელია, ვისაუბროთ შინაგან საქმეთა მინისტრზე და გარკვეულწილად საგარეო საქმეთა მინისტრზეც, რომელსაც ძალიან პატარა, მაგრამ მაინც ერთგვარად თვითმყოფადი, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და მისი ღირებულებები ჩვენთვის ყველასათვის ცნობილია და ბევრ რამეზე საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ის ხელს არ მოაწერს. ბოლოში მოსკოვში რომ დაიწყებენ სიარულს იქ დათო [ზალკალიანი] აღარ გაჰყვება.

არ მახსენდება არავინ მთავრობაში, ვინც შეიძლება ოდესმე გაბედოს რაიმე. მე არ ვამბობ, რომ პრემიერს დაუპირისპირდეს, ეს არ არის ამოცანა არცერთი მთავრობის ეფექტურობისთვის. მე ვამბობ იმას, რომ საკუთარი პოლიტიკური პოზიცია ჰქონდეს იმ უწყების მიერ გასატარებელი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ხელმძღვანელობენ, საკუთარი დამოუკიდებელი უწყებრივი პოლიტიკა განახორციელოს. მათ უბრალოდ არ აქვთ ასეთი პოლიტიკური განაცხადი, არასოდეს არ ჰქონიათ და არც არასოდეს არ ექნებათ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved