• რეკლამა
  • კონტაქტი
06:20, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე მრავალფეროვანი შეთავაზებებით ზრუნავს

ალია ავტორი - ალია
10:19 03-05-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

თიბისისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მისიაა, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, თიბისელებს დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დაზღვევის ფარგლებში, თანამშრომელი ფიქსირებულ კომპენსაციას იღებს. ეს შეიძლება იყოს როგორც მკურნალობის დაფინანსება, ისე – ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოყენებული თანხა.

„თიბისელების კეთილდღეობა, მათთვის კომფორტული, სანდო და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რასაც მათთვის სხვადასხვა უპირატესობის შექმნით ვაღწევთ. თიბისელების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისელებს ჯანმრთელობის სხვადასხვა ბენეფიტებს ვთავაზობთ და მუდამ ვფიქრობთ, დამატებით რა პროექტები და აქტივობები შევქმნათ“ – გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი.   

თიბისი, აქტიურად ზრუნავს თანამშრომლებში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მიზნით, თიბისელების მენტალური ჯანმრთელობის პროგრამა შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ტარდება თერაპიული ვორქშოპები, ფსიქოლოგებთან შეხვედრები, გასვლითი ვარჯიშები და სხვა. თიბისელების დაზღვევის პაკეტები ფსიქოლოგთან ვიზიტებზე 50%-იან ფასდაკლებას მოიცავს.

სწორედ ერთმანეთის თანადგომაზე დაფუძნებული გუნდის იდეით 2009 წელს შეიქმნა – ფონდი თიბისელები, რომლის მიზანიც რთული ჯანმრთელობის პრობლემების დროს თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერაა.  თიბისელები ნებაყოფლობით, ყოველთვიურად ფონდში ხელფასის 1 ან 2 პროცენტს ავტომატურად რიცხავენ. შეგროვებული თანხა ყოველწლიურად ასობით თიბისელის ან მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრას ხმარდება. ფონდი თითოეული თიბისელის საამაყო პროექტია. საიმედოა, როდესაც ზურგს გიმაგრებს გუნდი, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს დაგიდგეს გვერდში; მხარი დაგიჭიროს; ყველაზე რთულ მომენტში თანადგომა გამოგიცხადოს.

თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და, სადაც  ჯანსაღი ურთიერთობები, სანდო და უსაფრთხო სამუშაო გარემო დაგხვდება,  შეუერთდი თიბისის გუნდს და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე — გახდი თიბისელი. 

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved