• რეკლამა
  • კონტაქტი
20:01, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ალია ავტორი - ალია
19:36 03-14-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალმა ახალი ინიციატივით უპასუხა და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა.

კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდთან ერთად, საკუთარი გამოცდილება, ბაზრის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები  გააზიარეს.

“ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენციის სახით, რომელსაც ყოველწლიურად ვუმასპინძლებთ. თბილისში, თიბისი კაპიტალის ორგანიზებით, კონფერენციის მონაწილეებისა და სტუმრების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორია შეიკრიბა: ხელისუფლების წარმომადგენლები, ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლები, როგორებიცაა J.P. Morgan და Citi, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები, ადგილობრივი ემიტენტები. კაპიტალის ბაზრის უპრეცედენტო ზრდის მომსწრეები და მონაწილეები ვართ. განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა საჯარო ობლიგაციების ადგილობრივი ბაზარი, რომელიც გასულ წელს გაორმაგდა და ჯამში 2 მილიარდ ლარს მიაღწია. თიბისი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ბაზრის სწრაფ ზრდას ამ კონფერენციით პასუხობს, სადაც ყველა დაკავშირებული მხარე ერთად შევიკრიბეთ, ბაზრის შედეგები განვიხილეთ და სამომავლო პოტენციალი და პერსპექტივები შევაფასეთ.  ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი და მომავალში უკვე ტრადიციული კონფერენციით, ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

კონფერენციაზე, ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა:

  • გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და ამ კონტექსტის საქართველოზე გავლენა.
  • ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები – რამდენადაა ხელსაყრელი დრო ახლა როგორც ობლიგაციების გამოშვებისთვის, ასევე ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის.
  • თიბისი კაპიტალის კვლევა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების შესახებ.
  • ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის – რა პროგრამები არსებობს და როგორ ხდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინვესტიციების მოზიდვა.
  • მდგრადი სავალო კაპიტალის ბაზრები
  • ESG ბონდები და მდგრადი დაფინანსება
  • ადგილობრივი ბონდები VS ევრობონდები
  • არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები
  • აქტივების მართვის პერსპექტივები საქართველოში
თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved