• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია: უახლესი ინდიკატორები, მესამე განახლება

ალია ავტორი - ალია
14:40 04-03-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე, თიბისი კაპიტალი განაგრძობს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის რეალურ დროში შეფასებას, რაც გულისხმობს დაკვირვებას ომის დასრულების ალბათობის ცვლილებაზე, დეპოზიტების კონვერტაციებზე, ფრენების სიხშირეზე, Google-ის სისტემაში ძიებებზე, უნაღდო დანახარჯებზე, საერთაშორისო სასაქონლო პროდუქტების ფასებზე, საპროცენტო განაკვეთებსა და რისკის პრემიებზე.

გლობალურ ბაზრებზე განწყობები ცვალებადი რჩება, მხოლოდ ხანმოკლე გაუმჯობესებითა და შემდეგ კვლავ გაუარესებით, რა მხრივაც გამონაკლისი არც ბოლო დღეებია.

ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით, მოვლენათა განვითარება თანხვედრაშია ჩვენს 2 მარტის პუბლიკაციაში წარმოდგენილ შეფასებებთან – ერთი მხრივ, დიდწილად ნეიტრალური ეფექტი ლარზე, ხოლო, მეორე მხრივ, ზომიერად, მაგრამ მიმდინარე პერიოდში მაინც უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, თავისთავად, ინფლაციის აჩქარებასთან ერთად.

მარტში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები თვიურ ჭრილში დიდწილად უცვლელია, თუმცა არარეზიდენტების ხარჯებში მნიშვნელოვანი შენელება იკვეთება, რაზეც ფრენების რაოდენობისა – განსაკუთრებით, ბათუმის აეროპორტში – და Google-ის სისტემაში საქართველოსთან დაკავშირებული ძიებათა სიხშირის კლებაც მიუთითებს.ამავდროულად, ლარი, რომელიც მარტის პირველ დღეებში სენტიმენტების გაუარესების ფონზე დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციების  გამო გაუფასურდა, დღეის მდგომარეობით, თითქმის ომამდე ნიშნულზეა გამყარებული, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ვინაიდან დეპოზიტების ლარიზაცია თვის მეორე ნახევარში კვლავ გაიზარდა, კონფლიქტის ესკალაციას კი სავალუტო ბაზარი სიჭარბით შეხვდა.

მარტში წლიურმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა – გაწლიურებულ თვიურ ჭრილში, 8.6% – და, ჩვენი წინასწარი პროგნოზით, რომელიც მოვლენათა განვითარების პარალელურად დაზუსტდება, წლის ბოლოსთვის 5%-ს გადააჭარბებს, ნავთობისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების, აგრეთვე გლობალურ ბაზრებზე საკვების, სასუქებისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდის ფონზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გლობალური ფასების ზრდა საქართველოს სასაქონლო პროდუქტების ექსპორტის ზრდის პერსპექტივაზეც მიუთითებს, მიუხედავად ნავთობის იმპორტის გაძვირებისა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან გაზრდილი მოთხოვნა და მიგრაციის პოტენციური ეფექტიც.

სხვა მაჩვენებლების კუთხით, საქსტატის მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. ამავდროულად, მარტში ზრდის შენელებაა მოსალოდნელი, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომის დასრულების ვადების ირგვლივ კი კვლავ დიდი გაურკვევლობაა – სავალუტო ნაკადების ნაწილობრივ პოტენციური გადინების გადავადება  საბაზო სცენარის ზრდის არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ესკალაცია ახალ უარყოფით შოკს წარმოადგენს. მიმდინარე ანგარიშის ბალანსი რეინვესტიციის გარეშე 2025 წელს, ჩვენი პროგნოზების შესაბამისად, დადებითი იყო, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ, პირველად, დანარჩენი მსოფლიოსგან მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე ჯამურად ქვეყანამ დახარჯა.

და ბოლოს, რას ნიშნავს მიმდინარე მოვლენები თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ჭრილში? ვინაიდან, ჩვენი შეფასებით, აშშ დოლარის მიმდინარე გამყარება საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორების ცვლილებას არ ასახავს, რეკომენდაცია, რომელიც გასული კვირის ერთგვერდიან შეჯამებაშია მოცემული, უცვლელი რჩება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007462-macro-update-georgia

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved