• რეკლამა
  • კონტაქტი
20:35, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს

ალია ავტორი - ალია
13:16 11-06-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა – „იმპლანტ სტუდიო“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. მისი ისტორია ხუთ წელს ითვლის.

კლინიკა „იმპლანტ სტუდიო“ 10 თანამშრომელს აერთიანებს და ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია – ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომლებსაც კლინიკა პაციენტებს სთავაზობს. თუმცა, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მომსახურების ფართო სპექტრი ყველაფერი არ არის, რაც კლინიკას გამორჩეულს ხდის. აქ, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას იყენებენ, რომელიც პირველადი ციფრული კონსულტაციის და უშეცდომო დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

კლინიკის გახსნას საფუძველი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა, მაშინ, როცა კლინიკის მეპატრონე, ვლადიმერ (ვიკო) ბაჯიაშვილი პროფესიას ირჩევდა.

წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, ვიკო საკუთარ პროფესიონალიზმში დაარწმუნა და საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება გადაწყვიტა. 2007 წელს, ბორჯომს დაუბრუნდა, პირადი სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნა და ადგილობრივი პაციენტების ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.  2019 წელს, გაფართოება და სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა გადაწყვიტა, რემონტისა და აპარატურის შეძენა კი თიბისის მხარდაჭერით შეძლო.

„თიბისის ბიზნესსესხით კლინიკა გავარემონტე და თანამედროვე აპარატურა შევიძინე. თიბისი ლიზინგის საშუალებით კი –  3D კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს და საქართველოში მხოლოდ რამდენიმე წამყვან კლინიკაშია ხელმისაწვდომი. პირველადი კონსულტაცია სრულიად გაციფრულებული გვაქვს. როდესაც პაციენტი კომპიუტერულ ტომოგრაფიას გადაიღებს, მონაცემები სპეციალურ პროგრამაში იტვირთება, რომელიც  3D სურათის ანალიზს  ახდენს და ქართულ ენაზე წერს პრობლემებს, რეკომენდაციებს, რომელი პროფილის ექიმმა რა უნდა გააკეთოს. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს, დროის უმოკლეს მონაკვეთში მივიღო უშეცდომო დიაგნოზი“,’– ამბობს ვიკო.

Diagnocat.com-ის პლატფორმით ვიკო რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, ქართულ ენაზე თარგმნა და საკუთარ კლინიკაში დანერგა. დღეს კი, ის ამ პლატფორმის წარმომადგენელია საქართველოში და დაინტერესებულ პირებს ეხმარება მის დანერგვაში.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved