თეთრი სახლის აპარატის უფროსს, მარკ მედოუსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მედოუსის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი წერს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინფიცირდა მედოუსი და აქვს თუ არა მას გამოხატული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. სააგენტოს წყაროს ცნობით, მედოუსმა თავის მრჩევლებს ინფიცირების შესახებ 3 ნოემბერს ამცნო.
გარდა ამისა, კორონავირუსი დაუდგინდა ტრამპის საარჩევნო კამპანიის პოლიტტექნოლოგ ნიკ ტრეინერსაც.
კომენტარები