პეკინის უარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმაზე, რომელიც ჩინეთში COVID-19 წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპს ითვალისწინებს, საშიში და უპასუხისმგებლო ქმედებაა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა.
“მათი პოზიცია უპასუხისმგებლო და აშკარად საშიშია. ახლა თავის არიდების დრო არ არის”, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, გასულ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ანადომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ვირუსის ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვის შემდეგ გავრცელების თეორიის გამორიცხვა ჯერ ნაადრევია და ჩინეთს ღია თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვუჰანის ლაბორატორიის შემოწმებას გეგმავს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ცზენ ისინმა განაცხადა, რომ COVID-19-წარმოშობის გამოძიების მეორე ეტაპის გეგმაში, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სთავაზობს, მონაწილეობას არ მიიღებს.
კომენტარები