• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში იღებენ

ალია ავტორი - ალია
17:25 08-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

ცნობილ იმუნოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს – თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში იღებენ. “გააზიარე სიყვარული” – ასე ასათაურებს ნიკოლოზ ხომასურიძე ისტორიულ რომანტიკულ ფანტასტიკას, რომლის სცენარის ავტორიც თვითონ გახლავთ.

როგორც გვიმხელს, ფილმი სიყვარულზე, კარანტინსა და დროში მოგზაურობაზეა. როგორც ის “პრაიმტაიმთან” ჰყვება, მთავარი გმირები ჩვენი ქვეყნის მთავარ ისტორიულ, ეროვნულ გმირებს ხვდებიან, მათ შორის – დავით აღმაშენებელს, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებს, ნიკო ფიროსმანსა და მარგარიტას, ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს, დავით სარაჯიშვილს… ფილმში ნაჩვენები სიყვარული, როგორც პირადი, ასევე სამშობლოს, ერის…

“ამ საინტერესო ფილმით წარმოვაჩენ, თანამედროვეები როგორ ვერ ვაფასებთ ჩვენი ძვირფასი წინაპრების ღვაწლს. როგორ უნდა გვქონდეს ჩვენი დამოკიდებულება სამშობლოს, კულტურის და ისტორიის მიმართ” – გვყვება რეჟისორი.

სიუჟეტის თანახმად, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული შეყვარებული წყვილი კარანტინში ხვდება და ერთმანეთის ნახვის საშუალება არ აქვთ. სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშების მეშვეობით კი გადადიან სხვადასხვა დროსა და სივრცეში, სადაც ისტორიულ გმირებს ხვდებიან. მთავარ როლებში არიან გიორგი გილიგაშვილი და ელისაბედ ბერიშვილი. ფილმში ითამაშებენ ბექა თურმანიძე, ლაშა კანკავა, გიორგი და ოთო დარჩიაშვილები, გიორგი მეგრელიშვილი და სხვა.

კვირის პალიტრა - თენგიზ ცერცვაძე ...

ნიკოლოზ ხომასურიძე: – ფილმში ბატონი თენგიზ ცერცვაძე თანამედროვე ეპოქის გმირად გვყავს გამოყვანილი. თამაშზე ადვილად დაგვთანხმდა. დეტალურად გავიარეთ, რაზე იქნება ფილმი, რა როლს ვთავაზობდით… აღმოჩნდა, რომ მასაც იგივენაირი პატივისცემა გააჩნდა ჩვენს მიმართ, როგორც ჩვენ – მისადმი. ნანახი ჰქონდა ჩემი ფილმი “ექვთიმე”, გიორგი გილიგაშვილის მუსიკალური ვიდეონამუშევრები. (გიორგი მთავარ როლშია.) ძალიან გაგვახარა ბატონი თენგიზის ჩვენდამი დამოკიდებულებამ. დიდი სიამოვნებით შემოვუერთდები ასეთ კარგ კამპანიასო, გვითხრა.

მას საინტერესო სცენა და დატვირთვა ექნება ფილმის ფინალურ სცენაში. ის თანამედროვე ქართველი ექიმების სიმბოლური წარმომადგენელია, რომლებმაც მთელი პანდემიის პერიოდში მართლა კარგად იმუშავეს და მსოფლიოსთვისაც სამაგალითოები იყვნენ.

ჯერ ბატონი თენგიზის სცენა არ გადაგვიღია. თვის ბოლოს დავგეგმავთ და ან რომელიმე კლინიკაში, ან სპეციალურად გაკეთებულ პავილიონში გადავიღებთ.

როგორც ნიკოლოზი ამბობს, გადაღებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში იქნება. ფილმის გადაღების პარალელურად იწყებენ კამპანიას, რომელიც ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს. იმედოვნებს, რომ ამ მხარდაჭერით და გვერდში დგომით, წლის ბოლოსთვის დაასრულებს ფილმის გადაღებას.

სრული ვერსია primetime.ge

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved