• რეკლამა
  • კონტაქტი
21:01, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორესა და კანონიერებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შეისწავლის

ალია ავტორი - ალია
12:13 02-14-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაშა ხუციშვილს დაავალა, „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთოს.

„ბოლო რამდენიმე კვირაა, კომუნალური გადასახადების დაანგარიშების საკითხზე, ჩვენი ბევრი თანამოქალაქე იღებს არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს იღებს, თუ ამას შეიძლება არგუმენტირებული ვუწოდოთ. ეს დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და განმარტა, რომ სემეკ-ის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოსა“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ, სრული სურათის დასადგენად, მივიღე გადაწყვეტილება და, მინდა, ვთხოვო, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში, ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგები. ჩვენ რეალურად უნდა ვნახოთ, რაიმე უსამართლობას ან დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, ტექნიკურს, მექანიკურს… არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აუცილებელია, ჩვენს მოსახლეობას უმოკლეს ვადებში გავცეთ პასუხები. ეს პასუხები არგუმენტირებული უნდა იყოს. თუ არავითარი დარღვევა არ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომა გამოვლინდება, ჩვენი მხრიდან, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება 7 თებერვალს დაიწყო. საკითხის შესასწავლად, კომისიას 1 თვე აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved