• რეკლამა
  • კონტაქტი
02:33, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეა წულუკიანი: სააკაშვილის ჩამოსვლისთვის საქართველოში ათზე მეტი პენიტენციური დაწესებულება არსებობს

ალია ავტორი - ალია
18:13 08-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში პრორუსული და პირდაპირ რუსული საქმე აკეთეს და ამას ძალიან ბევრი საქმე მოწმობს, თუნდაც რუსეთზე გასხვისებული სტრატეგიული ობიექტები, ცრუ ბრძოლა რუსეთთან, ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ რუსეთი ყოფილიყო საქართველოში გამარჯვებული, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის ამ განცხადებით სერიოზულად შეფასება უბრალოდ უხერხულია. მე ვისურვებდი, რომ ძალიან მალე დადგეს ჩვენს ქვეყანაში ის დრო, როდესაც სააკაშვილის ამ და სხვა ბოდვებზე თქვენ არ გიწევდეთ კითხვის დასმა, მე კი – პასუხის გაცემა. სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში პრორუსული და პირდაპირ რუსული საქმე აკეთეს და ამას ძალიან ბევრი საქმე მოწმობს, თუნდაც რუსეთზე გასხვისებული სტრატეგიული ობიექტები, ცრუ ბრძოლა რუსეთთან, ყველაფრის კეთება იმისთვის, რომ რუსეთი ყოფილიყო საქართველოში გამარჯვებული. ამ ყველაფრის ავტორია სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, მაგრამ პრობლემა ის კი არაა, რომ სააკაშვილი კვლავ ლაპარაკობს. რომ სააკაშვილი მის ამომრჩეველსაც ყავლგასულად ეჩვენება. ხშირად იმასაც ეუბნებიან, რომ თუ ჩამოდიხარ – ჩამოდი და ნუ დაგვღალეო. ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ მელია და სხვები ვერ შედგნენ ლიდერებად. იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი გამაგრებულია კიევში, ამ გაკოტრებული პოლიტიკოსის დონემდეც ვერ მიდის მათი ვერცერთი საქართველოში მყოფი ლიდერი. დებდნენ ფსონს მელიაზე, მაგრამ მელია ვერ შედგა ლიდერად. შესაბამისად, ლიდერად რჩება მაწანწალა საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ამომრჩევლებიც უკვეთავენ ხოლმე სააკაშვილს და იღებენ მელიას. სააკაშვილის ჩამოსვლისთვის საქართველოში ათზე მეტი პენიტენციური დაწესებულება არსებობს. თუ ის ჩამოვა, რა თქმა უნდა, მისთვის ადგილი აუცილებლად მოიძებნება“, – აცხადებს წულუკიანი.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თავის დროზე საარჩევნო კამპანიისთვის ბიძინა ივანიშვილს რუსეთმა 2 მილიარდი დოლარი მისცა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved