• რეკლამა
  • კონტაქტი
11:59, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თეა გვასალია “ომიკრონით” დაინფიცირდა

ალია ავტორი - ალია
10:21 02-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
164

ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის კორონავირუსის “ომიკრონის” შტამით დაინფიცირდა:

“დროა სიმღერაში „სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის“, მოძველებული სიტყვა „სიყვარული“, უფრო აქტუალური – „ომიკრონით“ ჩავანაცვლოთ.

ომიკრონი ყველგანაა, დაფრინავს, დაქრის, ანცი ამურივით ისვრის ისრებს და აცრილს და აუცრელს ერთნაირი წარმატებით ასნებოვნებს.

მაგრამ მე მაინც ფაიზერის დამსახურება მგონია, რომ ორჯერ აცრილს მსუბუქი გაციებასავით შემხვდა.

(საწინააღმდეგო შემთხვევებიც გამიგია, ამიტომ დიდად ნუ გაირჯებით იმის წერით, რომ ვიღაც აუცრელმა სრულიად უსიმპტომოდ გადაიტანა, სამჯერ აცრილი კი აპარატზეა მიერთებული).

სანამ პისიარის პასუხს მივიღებდი, უკვე იზოლაციაში მყავდა საკუთარი თავი გამწესებული და მამაჩემის და სანდროს შემთხვევაში თუ მათი დაბადების წლების გადასამოწმებლად მაინც რეკავდნენ ჯანდაცვიდან, ჩემით კაციშვილი არ დაინტერესებულა.

არც მე ამიტეხავს პანიკა, 112-ზე ვცადე ელექტრონულად დარეგისტრირება, ისიც მხოლოდ საერთო სტატისტიკის შესავსებად და ეგ გვერდიც არ მუშაობდა. დრო რომ მალე გასულიყო, ჩვეულებრივად გავაგრძელე ონლაინ მუშაობა.

ერთი ეგ იყო, რომ ცოტა სუსტად ვგრძნობდი თავს, ჯდომას წოლა მერჩივნა და ოდნავ მტკიოდა ყელი, თავი და თვალები.

სიცხე აწევის ნაცვლად დამეწია და გუშინ 34.8 რომ დავინახე თერმომეტრზე, თვალებს არ ვუჯერებდი.

კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ მადაც დავკარგე და მთელი 5 დღე ბედუინივით ვიკვებებოდი, ანუ დღეში მხოლოდ 3-4 ცალ ფინიკს და „ხლებცის“ ვჭამდი და დიდი იმედი მაქვს, რომ საახალწლოდ აკრეფილი ორი ზედმეტი კილოგრამიც კორონას გავატანე სახსოვრად.

დღეს მეხუთე დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის ბოლოს გარეთ გასვლასაც შევძლებ.

ასე რომ, პისიარის დადებითი პასუხის შემთხვევაში თავი არ დაიშინოთ, ეს ის კოვიდი აღარაა, შარშან ამ დროს მსოფლიოს რომ აზანზარებდა და შიშის ზარს სცემდა, თუმცა მისი ვერაგი თვისებები ჯერ კიდევ არაა ბოლომდე შესწავლილი და მაინც მაქსიმალურად ეცადეთ, არ შეიხვედროთ“, – წერს გვასალია ფეისბუკზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved