ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. ყველაზე მეტად დიდი დიღმის ტერიტორია დაზარალდა, სადაც მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს.
ცნობილია, ასევე რომ ცოტა ხნის წინ სარაჯიშვილზე ერთ-ერთი კორპუსის ფასადი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები. ამ წუთებში ადგილზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
ჩამოშალა ქარმა, ვერ გაუძლო ალბათ. ახალი აშენებულია. ერთი მანქანაა დაზიანებული, – ამბობს ადგილობრივი.
პრობლემებია თბილისის სხვა უბნებშიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც წაქცეუი ამწეები ჩანს.














კომენტარები