• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
12:31 09-24-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,847

ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა.

მონუმენტი თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.

„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა – ჩვენს ქალაქში ვხსნით დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორის ძეგლს და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ თბილისი იყო და არის ქართველთა ისტორიული მეხსიერების, ჩვენი ეროვნული იდენტობის კერა. ეს ძეგლი ერთგვარი გზავნილია ჩვენი შვილებისთვის, მომავალ თაობისთვის, რომ საქართველო მარადიულია თავისი ისტორიით, რწმენით, დიდი კულტურით, ღირებულებებით, რომელიც ხან ბრძოლით, ხან შენებით და რაც მთავარია, გონიერი პოლიტიკით დღემდე მოგვიტანეს ჩვენმა წინაპრებმა, დიდმა მეფეებმა.

საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და მისი მშვიდობიანი მომავლის. ასევე სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მონუმენტი შეიქმნა მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, რომლის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის საყვარელი ქანდაკება – ერეკლე II -ის ცხენოსანი ძეგლი თელავში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს აღნიშნული ინიციატივისთვის, ასევე, კულტურის სამინისტროსა და მოქანდაკეების ჯგუფს, რომელმაც ძეგლზე იმუშავა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მოქანდაკეებს და არქიტექტორს, რომლებიც ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მადლობას ვუხდი კულტურის სამინისტროს. სწორედ თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა ეს პროექტი. რასაკვირველია, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომლის ინიციატივაც იყო თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის აღმართვა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ნამუშევარი მოქანდაკეების ჯგუფმა ცნობილი მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შექმნა. მონუმენტი, რომელიც ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე II-ის ღვაწლის უკვდავსაყოფად განთავსდა, სივრცეს დამატებით კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ღონისძიებას მოქანდაკეები, არქიტექტორები და სხვა ხელოვანები ესწრებოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved